მირიან ებრალიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ებრალიძე.

მირიან ებრალიძე (დ. 14 სექტემბერი, 1905, ლანჩხუთი, ოზურგეთის მაზრა, რუსეთის იმპერია — გ. 22 დეკემბერი, 1987) — ქართველი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული ინჟინერი (1960).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1932 წელს დაამთავრა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი. 1933-1973 წლებში მუშაობდა ხრამჰესის, სამგორჰესის, ენგურჰესის მშენებლობებზე; „საქჰიდროენერგომშენისა“ და „თბილმშენის“ ტრესტებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1973 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]