მინდვრის ქამა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მინდვრის ქამა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Agaricus arvensis | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
მინდვრის ქამა (Agaricus arvensis) — ქუდიანი სოკო ფირფიტოსანთა ოჯახისა. ქუდის დიამეტრი 5-15 სმ აღწევს, ჯერ ამობურცულია, შემდეგ კი თითქმის ბრტყელი, სადა, შიშველი ზედაპირი აქვს, თეთრია, ზოგჯერ კი მოყვითალო ლაქები ემჩნევა. შეხებისას ყვითლდება. ფეხზე ორშრიანი საყელო აქვს. ფირფიტები თავდაპირველად თეთრია, შემდეგ — ვარდისფერი და ბოლოს — თითქმის შავი. იზრდება ტყისპირებზე, მინდვრებზე ივნისიდან ოქტომბრამდე, საჭმელად იხმარება ახალი. გემოთი ქამას წააგავს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 708, თბ., 1983 წელი.