მილხვევიასებრნი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მილხვევიასებრნი
Apoderus coryli
Apoderus coryli
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: ხეშეშფრთიანები
ოჯახი: მილხვევიასებრნი
ლათინური სახელი
Attelabidae


სისტემატიკა
ვიკისახეობებში


სურათები
ვიკისაწყობში


მილხვევიასებრნი (Attelabidae), მცენარის მჭამელი ხოჭოების ოჯახი. აქვთ 2-15 მმ სიგრძის კაშკაშა შეფერილობის სხეული. აერთიანებს 1300-მდე სახეობას. საქართველოში ცნობილია მილხვევიასებრთა 3 გვარი, რომელთა სახეობებიდან უფრო ხშირია ფოთლის პატარა რინქიტი (Coenorrhinus pauxillus), აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი კულტურების საფოთლე და საყვავილე კვირტებს. მსხლის დიდი რინქიტი (Rhynchites giganteus), აზიანებს მსხლისა და ვაშლის კვირტებს, კოკრებს, ყლორტებსა და ნაყოფებს. ძირითადად გვხვდება ქართლში, მესხეთში, იმერეთსა და კახეთში. ფართოდაა გავრცელებულია ალუბლის რინქიტი (Rhynchites auratus), აზიანებს კვირტებს, ვაზის ანუ მსხლის მილხევევია (Byctiscus betulae) აზიანებს ახალგაზრდა მსხლის ხეებსა და ვაზებს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • აბაშიძე ე., ქსე, ტ. 6, გვ. 700-701, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები