მითრიდატე I

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერა რომელიც იხსენიებს მითრიდატეს, მის მამა ფარსმან I-ს და იმპერატორ ვესპასიანეს.

მითრიდატე I — მეფე ფარსმან I-ის ძე. ქართლის (იბერიის) მეფე. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით მითრიდატე I ასოცირდება მეფე "ფლავიუს დადესთან".

იხსენიება 75 წლით დათარიღებულ ბერძნულ წარწერაში, რომელიც 1867 წელს მცხეთის მახლობლად იპოვეს. მასში ნათქვამია, რომ იბერთა მეფე მითრიდატეს, ფარსმან მეფისა და დედოფალ ჰამასასპუხის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მეგობარს, რომის იმპერატორმა ვესპასიანემ და მისმა შვილებმა ტიტემ და დომიციანემ მცხეთის გალავნის კედლები განუმტკიცეს. მითრიდატე II იხსენიება აგრეთვე არმაზისხევის სამაროვანზე 1940 აღმოჩენილ ერთენოვან „არმაზულ“ წარწერაში, როგორც იბერთა „მეფე დიდი, ძე ფარსმანისა, დიდი მეფისა“. აქვე ლაპარაკია მისი მეთაურობით იბერთა მიერ მოპოვებულ გამარჯვებებზე.

1867 წელს სამხედრო გზის გაყვანისას არშესული მცხეთაში მდინარე მტკვრის ნაპირას აღმოაჩინეს ქვის სტელა რომელზედაც ბერძნული წარწერა იკითხებოდა. როგორც გაირკვა აღნიშნული ქვა მცხეთის გალავანზე იყო აღმართული და დროთა განმავლობაში ჩამოვარდა. წარწერა +75 წლით თარიღდება და იკითხება შემდეგი შინაარსის წარწერა:

ვიკიციტატა
„Император, кесарь Веспасиан Август, великий первосвященик, облеченный трибунскою властю в седмой раз, император (триумфатор) в четирнадцатый раз, консул шестой раз, и предназначенный на седмой, отец отечество, цензор и император Тит цезар, сын Августа облеченный трибунскою властю в пятый раз, консул четвертый раз, предназначенный на пятый и цензор Домициан Цезар, сын Августа, консул третий раз, предназначенный на четвертый, царю Ибериицев Митридату, царя Фарсмана и Ямазды сыну, другу Кесаря и другу народа Римскаго, выстроили крепость.“

ლიტერატურა[რედაქტირება]