მიამოტო იურიკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიამოტო იურიკო (დ. 13 თებერვალი, 1899, ტოკიო — გ,21 იანვარი, 1951, იქვე), იაპონელი მწერალი ქალი. იაპონიის კომპარტიის წევრი 1931-იდან. 1927-1930 იმოგზაურა სსრკ-ში. მას ეკუთვნის ავტობიოგრაფიული ტრილოგია (რომანები "ნობუკო" (1924-1926), "ორი სახლი", "ნიშანსვეტები" (1947-1950)) -- რეალიზმის თვალსაჩინო ნიმუშები იაპონურ ლიტერატურაში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიცისტური სტატია სსრკ-ის შესახებ იაპონიაში. დაფუძნებულია კობაიასი ტაკიძისა და მიამოტოს სახელობის ლიტერატურული პრემია, რომელიც ენიჭება თანამედროვე იაპონელ მწერლებს პროგრესული ნაწარმოებებისთვის.

მიამიტო დაიბადა ტოკიოში პრივილიგირებულ ოჯახში. მცირე ასაკიდან გაითვითცნობიერა განსხვავება საკუთარ პირობებსა და მისი ოჯახის მამულში მომუშავე მიწის მუშათა შორის. ჯერ კიდევ ყმაწვილობის ასაკში, იაპონიის ქალთა უნივერსიტეტში სწავლის დროს ის აქვეყნებს მოთხრობას "ღარიბ ხალხთა ჯგუფი" (1916), რომელიც კლასობრივ განსხვავებებს აღწერდა და რამაც ის თავდაპირველად ლიტერატურულ წრეებში ცნობილი გახადა.

მიატოვა რა უნივერსიტეტი დაუმთავრებლად, ის აშშ-ში მოგზაურობს, სადაც ის კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობს და ხვდება თავის პირველ მეუღლეს. მისი ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი "ნობუკო" აღწერს მის წარუმატებელ ქორწინებას, მოგზაურობას საზღვარგარეთ და საკუთარი თავის, როგორც (მამაკაცზე) დამოუკიდებელი ქალის, პოვნას. რამდენიმე წელი ევროპასა და საბჭოთა კავშირში გატარების შემდეგ ის იაპონიაში ბრუნდება და ცოლად მიჰყვება იაპონიის კომუნისტური პარტიის ლიდერს, მიამოტო კენჯის. ამ ხნიდან ის იაპონიის პროლეტარული ლიტერატურული მოძრაობის აქტიური მონაწილე ხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 675-676, თბ. 1983