მთაწმინდის წმინდა ნინოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთაწმინდის წმინდა ნინოს ეკლესია

წმინდა ნინოს ეკლესია

მთაწმინდის წმინდა ნინოს ეკლესია — თბილისი
მთაწმინდის წმინდა ნინოს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°41′42″ ჩ. გ. 44°47′41″ ა. გ. / 41.695000° ჩ. გ. 44.794861° ა. გ. / 41.695000; 44.794861
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი მთაწმინდის რაიონი
ადგილმდებარეობა თბილისი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე

მთაწმინდის წმინდა ნინოს ტაძარიქართული მართლმადიდებლური ეკლესია თბილისში (მთაწმინდის რაიონი), შიო ჩიტაძის ქუჩაზე.

ეკლესია ააგეს 1850-იან წლებში, იმდროინდელ გარეთუბანში, წმინდა ნინოს სახელობის კეთილშობილ ქალთა სასწავლებლის ეზოში, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის მეუღლის ელისაბედის თაოსნობით და შემოწირულობით. საბჭოთა პერიოდში ეკლესია გაუქმდა და მისი შენობა საშუალო სკოლის (ამჟამინდელი 47-ე საჯარო სკოლის) სპორტულ დარბაზად გამოიყენებოდა. 1990-იან წლებში ეკლესია განახლდა და გაფართოვდა. 1999 წელს აღდგა ღვთისმსახურება.

ეკლესია წარმოადგენს აგურით ნაშენ სამნავიან ბაზილიკას. კარიბჭის ზემოთ მიშენებულია სამიარუსიანი სამრეკლო, რომელიც ეყრდნობა რვა სვეტს. ეკლესია ორსართულიანია. მასში ორი ტრაპეზია: წმიდა ნინოს სახელობის და წმიდათა ზაბულონისა და სოსანას (წმიდა ნინოს მშობლების) სახელობისა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 968, ISBN 99928-20-32-2.
  • გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 30, 1999 წ.