მთავარანგელოზ მიქაელის მონუმენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთავარანგელოზ მიქაელის მონუმენტი
Монуме́нт Михаи́ла-Арха́нгела
კოორდინატები 43°34′56″ ჩ. გ. 39°43′20″ ა. გ. / 43.58222° ჩ. გ. 39.72222° ა. გ. / 43.58222; 39.72222
მდებარეობა სოჭი, რუსეთი
მოქანდაკე სერგეი სუხორუკოვი
ვლადიმერ ზელენკო
მასალა ბრინჯაო
გახსნის თარიღი 10 მაისი, 2006

მთავარანგელოზ მიქაელის მონუმენტი (რუს. Монуме́нт Михаи́ла-Арха́нгела) — მონუმენტური სვეტი მიქაელ მთავარანგელოზის ქანდაკებით რუსეთის ქალაქ სოჭში. მდებარეობს ქალაქ სოჭის ცენტრალური რაიონის საკურორტო გამზირის ესპლანადაზე.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

7 მეტრის ქანდაკება ბრინჯაოსგან არის დამზადებული. მონუმენტის ავტორები არიან არქიტექტორი სერგეი სუხორუკოვი და მოქანდაკე ვლადიმერ ზელენკო. ქანდაკება ჩამოსხმულია ბელარუსულ საწარმო „Отменное литье“-ში. ქანდაკების საფუძველს წარმოადგენს წითელი გრანიტის ხუთმეტრიანი კვარცხლბეკი და 20-მეტრიანი რკინა-ბეტონის სვეტი. მონუმენტი 2006 წლის 10 მაისს დაიდგა. კვარცხლბეკზე დამაგრებულია ბრინჯაოს აბრა წარწერით:

Установлен по повелению градоначальника града Сочи Виктора Викторовича Колодяжного в 2006 году от Рождества Христова

მთავარანგელოზი მიქაელი ქალაქ სოჭის მფარველს წარმოადგენს. ქალაქის მთავარი ტაძრის - მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის ტახტი ამ წმინდანს ეძღვნება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონუმენტი თანამედროვე ქალაქ სოჭის ციტადელის - ალექსანდრიის ფორტის დაცვის დროს დაღუპული რუსი სამხედროების სამარხის სიახლოვეს მდებარეობს[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Памятник защитникам Сочи. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-02. ციტირების თარიღი: 2018-03-20.