მეღუმელესებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეღუმელესებრნი

წითური მეღუმელე (Furnarius rufus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Furnariidae (J. E. Gray, 1840)

მეღუმელესებრნი, მექოთნესებრნი (ლათ. Furnariidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 12–28 სმ. შეფერილობა უფრო ხშირად მურა ან წითურია, დედალ-მამალისათვის ერთნაირი. ცნობილია 200-ზე მეტი სახეობა. გავრცელებული არიან ცენტრალური მექსიკიდან სამხრეთით, ჩილესა და არგენტინამდე. ბინადრობენ ტყეებში, პამპასებში, მდინარეებისა და ზღვის სანაპიროებზე. ბუდობენ სოროებში, ფუღუროებში, კლდეების ნაპრალებში ან ხეებზე აკეთებენ დახურულ ბუდეს; რამდენიმე სახეობა თიხისაგან ძერწავს მასიურ დახურულ ბუდეს. კვერცხები ფერად თეთრი ან ცისფერია. კრუხობენ 15–20 დღე-ღამე. იკვებებიან მწერებით, კიბოებით, ობობებით, ზოგიერთი სახეობა — თესლებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]