მერსედეს კასტილიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მერსედეს კასტილიელი“
Mercedes of Castile; or, The Voyage to Cathay

წიგნის ქართულენოვანი გამოცემა
ავტორი ჯეიმზ ფენიმორ კუპერი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი ისტორიული
გამოცემის თარიღი 1840
მედია ბეჭდური
გვერდი 286
ISBN 978-9941-160257

მერსედეს კასტილიელი (ინგლ. Mercedes of Castile; or, The Voyage to Cathay) 一 ამერიკელი მწერლის, ჯეიმზ ფენიმორ კუპერის 1840 წლის ისტორიული რომანი. წიგნის სიუჟეტი მე-15 საუკუნის ევროპაში გვაბრუნებს და მოგვითხრობს კოლუმბის მზადებასა და ექსპედიციაზე დასავლეთისკენ, ახალ სამყაროში.[1] რომანის სრული ხელნაწერი ინახება კლიფტონ უოლერ ბარეტის ამერიკულ ლიტერატურულ ბიბლიოთეკაში, ვირჯინიის უნივერსიტეტში.[2]

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისი ცნობილი პენტალოგიის მესამე ნაწილზე 一 ჯაშუში (1840) 一 მუშაობისას, კუპერმა მიიღო შემოთავაზება თავისი ინგლისელი გამომცემლის, რიჩარდ ბენტლისგან, დაეწერა წიგნი ქრისტეფორე კოლუმბისა და ამერიკის აღმოჩენის შესახებ. იგი მყისვე დაინტერესდა ამ იდეით და მას შემდეგ, რაც წაიკითხა უილიამ ჰიკლინგ პრესკოტის „ფერდინანდისა და იზაბელას მეფობის ისტორია“, უმალვე შეუდგა ახალ ნაწარმოებზე მუშაობას. რომანის მთავარ თემას წარმოადგენს კოლუმბის პირველი მოგზაურობა დასავლეთისკენ (1492-1493 წწ.), სათაურში ნახსენები პიროვნება კი მარკიზა მერსედეს დე ვალვერდეა, რომელიც უყვარს კოლუმბის კომპანიონს, გრაფ ლუი დე ბობადილას, თავად ლუი კი ესპანელთა მიერ აღმოჩენილ კუნძულ ჰაიტის მშვენიერ მკვიდრ ოზემას შეუყვარდება.

რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანი, თავდაპირველად, 1840 წლის ნოემბერში გამოიცა აშშ-ში, ხოლო ერთი თვის შემდეგ დიდ ბრიტანეთში. მასზე ცივად რეაგირებდნენ როგორც მკითხველები, ისე კრიტიკოსები. ერთ-ერთმა რეცენზენტმა განაცხადა, რომ კუპერის ახალი რომანი წმინდა ისტორიული ნაშრომია და მხატვრული ლიტერატურისგან ძალიან შორსაა. იმავე აზრზე იყო ცნობილი ამერიკელი ავტორი ედგარ ალან პოც. მიმომხილველთა მსგავს კრიტიკას თავად ავტორის კომენტარიც დაერთო, რომელმაც აღნიშნა, რომ წიგნი მის შემოქმედებაში ერთგვარ ჩავარდნას წარმოადგენდა და რომ სიუჟეტი „ზედმეტად ნაცნობი აღმოჩნდა მკითხველისთვის“.

ნიუ-იორკ თაიმზის მიმოხილვაში აღნიშნეს, რომ ამ გამორჩეული ამერიკელი მწერლის ახალი ნაშრომი „მის დიდებასა და სახელს არ შეესაბამებოდა“.[3] აქვე აღინიშნა, რომ წიგნი არ შეიცავდა იმდენად დიდ „რომანტიკას“, რამდენადაც ყურადღება გამახვილებული იყო ისტორიულ ელემენტებზე.[4] 1978 წელს კრიტიკოსი კენედი უილიამსი დაეთანხმა ამ მოსაზრებას და აღნიშნა, რომ რომანი კარგად და ზუსტად იყენებს ისტორიულ წყაროებს, თუმცა კუპერის მცდელობა, ისტორიული პასაჟები ჭეშმარიტ მხატვრულ ლიტერატურასთან ჰარმონიულად შეეთავსებინა, კრახით დასრულდა. [5]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Goodfellow, Donald M. (Nov 1940). „The Sources of Mercedes of Castile“. American Literature. Duke University Press. 12 (3): 318–328. doi:10.2307/2921031. JSTOR 2921031.
  • Klibbe, Lawrence H. (1984). „La Vision de Espana en la Novela de Cooper, Mercedes of Castile (PDF). AIH. X.
  • Madison, Robert D. (1984). „Cooper's Columbus“. George A. Test. James Fenimore Cooper: His Country and His Art, Papers. State University of New York College – Oneonta and Cooperstown. pp. 75–85. დაარქივებულია ორიგინალიდან 2016-11-30-ში. https://web.archive.org/web/20161130011101/http://external.oneonta.edu/cooper/articles/suny/1984suny-madison2.html. წაკითხვის თარიღი: 2023-03-11.
  • Harthorn, Stephen P. (2004). „Truth and Consequences: James Fenimore Cooper on Scott, Columbus, Bumppo, and Professional Authorship“. Cooper Panel of the Conference of the American Literature Association in San Francisco, California. დაარქივებულია ორიგინალიდან 2018-01-19-ში. https://web.archive.org/web/20180119225929/http://external.oneonta.edu/cooper/articles/ala/2004ala-harthorn.html. წაკითხვის თარიღი: 2023-03-11.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Walker, Warren S. (1978). Mercedes of Castile; or, The Voyage to Cathay (1840) Plot summary. Hamden, CT: Archon Books, გვ. 100–111.  დაარქივებული 2016-12-30 საიტზე Wayback Machine.
  2. The Clifton Waller Barrett Library of American Literature. University of Virginia. ციტირების თარიღი: August 12, 2015
  3. (1841) „Mercedes of Castile, or the Voyage to Cathay“, რედ. Lambert Lilly: The New York Review. George Dearborn & Company, გვ. 271. 
  4. (1841) „Mercedes of Castile, or the Voyage to Cathay“, რედ. Lambert Lilly: The New York Review. George Dearborn & Company, გვ. 271. 
  5. Williams, Jr., Kennedy (1978). „Cooper's Use of American History“. George A. Test. James Fenimore Cooper: His Country and His Art, or Getting Under Way. State University of New York College at Oneonta and Cooperstown, New York. pp. 15–25. დაარქივებულია ორიგინალიდან 2017-05-29-ში. https://web.archive.org/web/20170529114154/http://external.oneonta.edu/cooper/articles/suny/1978suny-williams.html. წაკითხვის თარიღი: 2023-03-11.