მელიის თანავარსკვლავედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მელიის თანავარსკვლავედი

მელიის თანავარსკვლავედი — პატარა თანავარსკვლავედი ირმის ნახტომის არეში. კარგად ჩანს ივლისიდან ნოემბრამდე. გარემოცულია პეგასის, დელფინის, ისრის, ჰერკულესისა და გედის თანავარსკვლავედებით.

უღრუბლო ცაზე, უბრალო თვალით ჩანს დაახლოებით 45 ვარსკვლავი, მაგრამ უმრავლესობა ხილვადობის საზღვარზეა. ყველაზე უფრო კაშკაშა ვარსკვლავიც კი ამ ჯგუფში, მეხუთე ვარსკვლავიერ სიდიდეს ძლივს აღწევს.

მელიის ვარსკვლავთკრებულში არის ერთი შედარებით ხანგძლივპერიოდიანი ცვალებადი ვარსკვლვლავი ცეფეიდი, მისი სიკაშკაშის ცვალებადობა 5,9-დან 6,8-მდეა, ცვალებადობის სადღეღამისო პერიოდია 4,44.

ყველაზე უფრო საინტერესო ობიექტი, რომელიც ყველაზე უფრო ადვილად აღიქმება დაკვირვებისას, შედარებით ნათელი და მნიშვნელოვანი ზომების (4'X8') პლანეტარული ნისლეულია, რომელიც M 27-ით აღინიშნება. ჩვენგან დაშორებულია 980 სინათლის წლით. ამ ნისლეულის შუაგელში არის უაღესად გავარვარებული ვარსკვლავი, 100 000 გრადუსი ზედაპირული ტემპერატურით. ეს ვარსკვლავი მთელს ნისლეულს ანათებს. უბრალო თვალით ნისლეული არ ჩანს, მაგრამ ბინოკლით ჩინებულად აღიქმება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]