ბუზის თანავარსკვლავედი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარსკვლავები, ბუზის თანავარსკვლავედში

ბუზი (ლათ. Musca, Mus) — თანავარსკვლავედი ცის სამხრეთ ნახევარსფეროში, რომელიც მდებარეობს ირმის ნახტომში სამხრეთის ჯვრის თანავარსკვლავედის სამხრეთით. ცაზე იკავებს 138,4 კვ. გრადუს ფართობს და შეიცავს შეუიარაღებელი თვალით ხილულ 60 ვარსკვლავს.

ისტორია[რედაქტირება]

ბუზი ახალი თანავარსკვლავედია. პირველად შემოთავაზებულ იქნა პიტერ პლანციუსის მიერ 1598 წელს, მაგრამ ტრადიცია მიაწერს იოჰან ბაიერს (1603). თავიდან ერქვა „ფუტკარი“ — Apis, მაგრამ სამითხის ჩიტის თანავარსკვლავედთან მისი ლათინური სახელწოდების Apus მსგავსების გამო, სახელი ჯერ იმ დროს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებული "ჩრდილოეთის ბუზის" თანავარსკვლავედის მსგავსად „სამხრეთის ბუზად“ შეეცვალა, ხოლო შემდგომ, როცა სახელწოდება „ჩრდილოეთის ბუზი“ გაუქმდა, ეწოდა უბრალოდ „ბუზი“.

იუდოკუს ჰონდიუსის (ლათ. Jodocus Hondius) გლობუსზე ქამელეონი ცდილობს ენით მისწვდეს ბუზს.

დღეს ეს ერთადერთი თანავარსკვლავედია, რომელიც პერსონაჟიც მწერია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]