კირჩხიბის თანავარსკვლავედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კირჩხიბი

კირჩხიბის თანავარსკვლავედი (ლათ. Cancer) — ზოდიაქოს ერთ-ერთი თანავარსკვლავედი. მისი უბრწყინვალესი ვარსკვლავი 3,5 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდისაა. ამ თანავარსკვლავედშია ვარსკვლავთა გროვა M 44 (ბაგები) — რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც შეიმჩნევა. 2 ათასი წლის წინათ (ასტრონომიული ტერმინოლოგიის ჩამოყალიბების პერიოდში) ამავე თამავარსკვლავედში იყო ზაფხულის მზებუდობის წერტილი. რის გამოც დედამიწის ჩრდილოეთ ტროპიკს კირჩხიბის ტროპიკი ეწოდება. კირჩხიბზე დამზერის საუკეთესო პირობებია იანვარ-თებერვალში. ჩანს სსრკ-ის მთელი ტერიტორიიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ასტრონომია | ზოდიაქოს თანავარსკვლავედები | ასტროლოგია

ვერძი კურო მარჩბივი კირჩხიბი ლომი ქალწული სასწორი ღრიანკალი მშვილდოსანი თხის რქა მერწყული თევზები