კასიოპეას თანავარსკვლავედი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კასიოპეას თანავარსკვლავედი

კასიოპეას თანავარსკვლავედი (ლათ. Cassiopeia) — ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი. მისი 5 ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი, რომელთა ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდეებია 3,4; 2,7; 2,4; 2,2 და 2,3 ქმნიან W ფიგურას. ამ თანავარსკვლავედში 1572 წელს აენთო ზეახალი ვარსკვლავი; კასიოპეას თანავარსკვლავედშია რადიოგამოსხივების ყველაზე ძლიერი წყარო. სახელწოდება მომდინარეობს ძველი ბერძნული მითოლოგიიდან — ანდრომედეს დედის კასიოპეას სახელიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება]