მეიფლაუერი (სასტუმრო)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg ეს სტატია სასტუმროს ეხება. ისტორიული ხომალდის შესახებ იხილეთ მეიფლაუერი.
სასტუმრო მეიფლაუერი

Renaissance Mayflower Hotel, ცნობილი ადგილობრივად როგორც უბრალოდ მეიფლაუერი (The Mayflower) — ისტორიული სასტუმრო ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი, კონექტიკუტის ავენიუზე. ეს უდიდესი ლუქსის კლასის სასტუმროა აშშ-ის დედაქალაქში და ამ სტატუსით კონკურენციას უწევს ახლომდებარე უილარდ ინტერკონტინენტალსა და ჰეი-ადამზ ჰოტელს.

მეიფლაუერი ააგო ალენ უოლკერმა, მიწის დეველოპერმა, რომელსაც ასევე კუთვნის ვაშინგტონის ბრუკლენდისა და და სხვა საცხოვრებელი უბნების მშენებლობა. მეტსახელად "Grande Dame of Washington" (ვაშინგტონის დიდი ლედი), სასტუმრო გაიხსნა 1925 წელს. იმდროინდელი პრესის ცნობებით სასტუმროში უფრო მეტი მოოქროვილი ვარაყი იყო, ვიდრე ნებისმიერ სვა შენობაში, გარდა კონგრესის ბიბლიოთეკისა. 1988 წელს ჩატარებულმა რესტავრაციამ გამოავლინა მრავალი დეკორაციული ეფექტი, მათ შორის შემინული ჭერი, რომელიც დიდი დეპრესიის დროს დაუფარავთ სასტუმროს ფუფუნების შესანიღბად.

გახსნიდან მცირე ხანში, მეიფლაუერმა უმასპინძლა კელვინ კულიჯის საპრეზიდენტო ინაუგურაციის მეჯლისს. მიუხედავად იმისა, რომ თავად კულიჯი ამ მეჯლისზე არ მოსულა, სასტუმრო მას შემდეგ ამ მეჯლისს მართავს ყოველ ინაუგურაციის დღეზე. ფრანკლინ რუზველტი აქ მუშაობდა მის განთქმულ საინაუგურაციო სიტყვაზე "ჩვენ არაფერი გვაქვს საშიში, გარდა თვით შიშისა" (ინგლ. "We have nothing to fear but fear itself". მისი მემკვიდრე ჰარი ტრუმენი აქ ცხოვრობდა მისი საპრეზიდენტო ვადის პირველი 90 დღის განმავლობაში თეთრ სახლში რემონტის გამო. მეიფლაუერის ლანჟი "Town & Country", უკვე დიდი ხანია ვაშინგტონის ელიტის თავშეყრის ცენტრია.