მედიუმი (ტელესერიალი)
| მედიუმი | |
| Medium | |
| ფორმატი | დრამა, მისტიკა, დეტექტივი |
| ავტორი | გლენ გორდონ კერონი |
| როლებში | პატრიცია არკეტი მიგელ სანდოვალი დევიდ ქიუბიტი სოფია ვასილიევა მარია ლარკი ჯეიკ ვებერი |
| ქვეყანა | აშშ |
| ტელეარხი | NBC |
| ეკრანებზე | 3 იანვარი 2005 — 21 იანვარი 2011 |
| ქრონომ. | 42 წუთი |
| სეზონი | 7 |
| ეპიზოდი | 130 |
| IMDb | ID 0412175 |
„მედიუმი“ (ინგლ. Medium) — ამერიკული მისტიკური ტელესერიალი. სერიალი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე მთავარი გმირის ელისონ დიუბუას (Allison DuBois) ცხოვრებიდან. მას შეუძლია გარდაცვლილთა სულებთან ლაპარაკი და თავის სიზმრებში მომავალს ხედავს. ამ უცნაური ძალით ეხმარება სამართალდამცველებს.
ფილმის პრემიერა შედგა 2005 წლის 3 იანვარს NBC-ზე და დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
სერიალის რეჟისორია გლენ გორდონ კერონი. როლებში: პატრიცია არკეტი, ჯეიკ ვებერი, მიგელ სანდოვალი, სოფია ვასილიევა, მარია ლარკი.
სექციების სია |
სიუჟეტი [რედაქტირება]
მოქმედება მიმდინარეობს არიზონის ქალაქ ფენიქსში. 30 წლის ელისონი დიუბუა სამი შვილის დედაა, იგი გადაწყვეტს ჩააბაროს იურიდიულ ფაკულტეტზე, სტაჟირებას კი საოლქო პროკურატურაში გადის. საოლქო პროკურორი მანუელ დევალოსი მას სურათების დამხარისხებლად დანიშნავს. ერთერთი დახარისხებისას მას ხილვა ეწყება და დანაშაულის დეტალებს, რომლებსაც იგი პროკურორს უყვება როგორც თავის თეორიას. პროკურორი მას აფრთხილებს, რომ აღარ აპირებს მსგავსი „თეორიების“ მოსმენას. მისმა ქმარმა, ჯომ ტეხასის პოლიციას მისწერა რომ მის ცოლს შეუძლია მკვდრებთან ლაპარაკი და შეუძლია გამოძიებაში დაეხმაროს. ელოსონი ტეხასში მიემგზავრება, სადაც მას ხვდება კაპიტანი პუში. მას თავიდან არ ჯერა ელისონის, თუმცა ბოლოს მადლობას უხდის დახმარებისთვის.
ფენიქსში ჩასული ელისონი პროკუროს სთხოვს თანამდებობიდან გაანთავისუფლოს. პროკურორი ეუბნება, რომ დამნაშავე გამოტყდა და აღიარა, რომ დანაშაული ზუსტად ისე მოხდა როგორც მან აღწერა... ელისონი პროკურორის საიდუმლო კონსულტანტი ხდება, რაც მის ოჯახის წევრებს ძალიან ახარებს.
ამის შემდეგ ელისონი ეხმარება პოლოციას სხვადასხვა დანაშაულების გამოძიებაში. როგორც წესი მას აქვს ხილვები სიზმარში, ასევე იგი ესაუბრება მიცვალებულებს. გამოძიებისას ის ხშილად მუშაობს დეტექტივ ლი სკენლონთან ერთად, რომელსაც თავიდან არ სჯეროდა ელისონის უნარების თუმცა მას შემდეგ რაც ელისონის დახმარებით მისი დის მკვლელი დაიჭირეს, აზრი შეიცვალა. ელისონი ასევე რამდენჯერმე დაეხმარა კაპიტან პუშს ტეხასიდან. ელისონი ხშირად არღვევს წესებს როცა ცდილობს იმ დანაშაულის თავიდან აცილებას, რომლის შესახებაც ხილვა ჰქონდა. ეს ხშირად უქმნის პრობლემებს.
მესამე სეზონის ბოლოს ელისონის საიდუმლო იხსნება და მის შესახებ წერენ გაზეთებში. ამის გამო იგი კარგავს სამსახურს. პროკურორ დევალოსს კი ცვლის ვან დეიკი. ამს ემატება პრობლემები ელისონის ქმრის სამსახურიში, რის გამოც ჯოსაც სამსახურიდან უშვებენ. ელისონი ერთი პერიოდი მუშაობს სინტია კინერთან, კერძო დეტექტიური სააგენტოდან AmeriTips. მოგვიანებით დევალოსი იბრუნებს თანამდებობას და ელისონსაც აბრუნებენ პროკურატურაში. მეოთხე სეზონში ელისონი იგებს რომ სინტიას შვილი რამდენიმე წლის წინ დაიკარგა. მას აქვს ხილვები რის შემდეგაც ირკვევა რომ სინტიას შვილი მოკლულია. სინტია კლავს შვილის მკვლელს და მიდის ციხეში. იგი მოგვიანებით ჩანს მეხუთე სეზონში, სადაც ეხმარება ელისონს ერთ შემთხვევაზე. ამავე სეზონში მერის თანაშემწე ლინ დინოვი ორსულდება ლი სკენლონისგან.
სეზონის ბოლოს ელისონს აღმოაჩნდება თავის ტვინის სიმსივნე და სჭირდება სასწრაფო ოპერაცია. ამავდროულად მას აქვს ხილვები რომ მის ოჯახს დახოცავენ. იგი რისკავს და არ იტარებს ოპერაციას სანამ დამნაშავეს არ დაიჭერენ. ამის შემდეგ მას უკეთებან ოპერაციას გა აჭრიან სიმსივნეს. ოპერაციის დაგვიანება იწვევს გართულებას და იგი ვარდება კომაში.
მეექვსე სეზონის დასაწყისში ელისონი კომიდან გამოდის. თავდაპირველად მას არ აქვს თავისი უნარები, თუმცა თანდათან იბრუნებს მათ და უბრუნდება მუაობის ჩვეულ სტილს. ამავე სეზონში ლი სკენლონი ცოლობას სთხოვს ლინ დინოვს და ისინი ქორწინდებიან.
მეშვიდე სეზონში პროკურორი დევალოსი გადაწყვეტს კენჭი იყაროს მერის თანამდებობაზე. ელისონს ეშინია რომ ამ შემთხვევაში ის შეიძლება უმუშევარი დარჩეს და აპირებს დაბრუნდეს იურიდიულ სკოლაში. უფროსი შვილი არიელი მიდის კოლეჯში. ჯოს დედას უსვამენ კიბოს დიაგნოზს და მალე იგი იღუპება. მისი სული სტუმრობს ელისონს და აფრთხილებს მოახლოებული უბედურების შესახებ..
ბოლო სერიაში ელისონი ტელეფონით ესაუბრება ჯოს რომელიც თვითმფრინავით მოფრინავს. ამ დროს ხდება ავიაკატასტროფა და ჯო იღუპება. ამის შემდეგ მოცემულია რომ 7 წლის შემდეგ ელისონმა დაამთავრა იურიდიული სკოლა და მუშაობს პროკურატურაში. იგი იგებს რომ ჯო არ დაღუპულა და ის იმყოფება მექსიკაში. ელისონი დებს შეთანხმებას მექსიკელ ნარკოდილერთან რათა გაიგოს ჯოს ადგილსამყოფელი და მაშინვე მიდის მასთან შესახვედრად. ამ დროს ელისონი იღვიძებს და ხვდება რომ ეს სიზმარი იყო. იგი ხედავს ჯოს სულს, რომელიც ეუბნება რომ ეს სიზმარი მან გამოუგზავნა რათა ეჩვენებინა რო ელისონს მის გარეშეც შეუძლია ცხოვრება, თუმცა ელისონი იმდენად ვერ შეეგუა მის სიკვდილს რომ ქვეცნობიერად გადააკეთა სიზმარი. 41 წლის შემდეგ ნაჩვენებია ელისონი რომელიც უკვე დაბერებულია და უსმენს შვილთაშვილის შეტყობინებას როცა იღუპება. სიკვდილის შემდეგ იგი კვლავ ხვდება ჯოს რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე ელოდა მას. სერიალი მთავრდება კადრით როცა ისინი კოცნიან ერთმანეთს.
როლებში [რედაქტირება]
| მსახიობი | პერსინაჟი | ურთიერთობა | საქმიანობა | სეზონი |
|---|---|---|---|---|
| პატრიცია არკეტი | ელისონ დიუბუა | კონსულტანტი პროკურატურაში | 1 — 7 | |
| ჯეიკ ვებერი | ჯო დიუბუა | ელისონის ქმარი | ინჟინერი | |
| მიგელ სანდოვალი | მანუელ დევალოსი | ელისონის უფროსი | მთავარი პროკურორი | |
| სოფია ვასილიევა | არიელ დიუბუა | უფროსი შვილი | სკოლის მოსწავლე | |
| მარია ლარკი | ბრიჯიტ დიუბუა | შუათანა შვილი | სკოლის მოსწავლე | |
| Madison and Miranda Carabello | მერი დიუბუა | უმცროსი შვილი | სკოლის მოსწავლე | 1 — 7 (ეპიზოდური) |
| დევიდ ქიუბიტი | ლი სკენლონი | დეტექტივი | 1 (ეპიზოდური), 2 — 7 |
|
| თინა დიჯოზეფი | ლინ დინოვი | მერის თანაშემწე | 1 — 7 (ეპიზოდური) | |
| რაიან ჰარსთი | მაიკლ ბენუა | ელისონის ძმა | 1 — 3 (ეპიზოდური) | |
| ერლის ჰოვარდი | კაპიტანი პუში | 1 — 3 (ეპიზოდური) | ||
| ჰოლისთონ კოლემანი | ჰანა | არიელის მეგობარი | 1 — 5 (ეპიზოდური) | |
| ბრიუს გრეი | მისტერ დიუბუა | ჯოს მამა | 1 — 7 (ეპიზოდური) | |
| კეტი ბეიკერი | მისის დიუბუა | ჯოს დედა | 1 — 7 (ეპიზოდური) | |
| კერტვუდ სმიტი | ედვარდ კუპერი | FBI_ს აგენტი | 3 — 5 ((ეპიზოდური) | |
| ჯონ პროსკი | ტომ ვან დეიკი | პროკურორი | 3, 4 (ეპიზოდური) | |
| ანჟელიკა ჰიუსტონი | სინტია კინერი | მუშაობს „AmeriTips“_ში | 4 - 5 (ეპიზოდური) | |
| ანრამი კენოერი | ეშლი ვაიტაკერი | არიელის მეგობარი | 5 — 6 (ეპიზოდური) |
სეზონები [რედაქტირება]
| სეზონი | ეპიზოდები | გამოსვლის დრო | DVD რელიზი | |||
|---|---|---|---|---|---|---|
| პრემიერა | ფინალი | არხი | ||||
| 1 | 16 | იანვარი 3, 2005 | მაისი 23, 2005 | NBC | ივნისი 13, 2006[1] | |
| 2 | 22 | სექტემბერი 19, 2005 | მაისი 22, 2006 | ოქტომბერი 3, 2006[2] | ||
| 3 | 22 | ნოემბერი 15, 2006 | მაისი 16, 2007 | ოქტომბერი 16, 2007[3] | ||
| 4 | 16 | იანვარი 7, 2008 | მაისი 12, 2008 | სექტემბერი 9, 2008[4] | ||
| 5 | 19 | თებერვალი 2, 2009 | ივნისი 1, 2009 | ოქტომბერი 6, 2009[5] | ||
| 6 | 22 | სექტემბერი 25, 2009 | მაისი 21, 2010 | CBS | ოქტომბერი 5, 2010[6] | |
| 7 | 13 | სექტემბერი 24, 2010 | იანვარი 21, 2011 | ივნისი 21, 2011 | ||
ჯილდოები და ნომინაციები [რედაქტირება]
| Year | Group | Award | Result | Recipient(s) |
|---|---|---|---|---|
| 2005 | BMI Film & TV Awards | BMI TV Music Award | მოგებული | Mychael Danna, Jeff Beal |
| Emmy Award | Outstanding Lead Actress in a Drama Series | მოგებული | პატრიცია არკეტი | |
| Imagen Foundation Awards | Best Actor – Television | ნომინირებული | მიგელ სანდოვალი | |
| Satellite Award | Outstanding Actress in a Series, Drama | ნომინირებული | პატრიცია არკეტი | |
| Outstanding Actor in a Series, Drama | ნომინირებული | ჯეიკ ვებერი | ||
| 2006 | ASCAP Film and Television Music Awards | ASCAP Award – Top TV Series | მოგებული | Sean Callery |
| Academy of Science Fiction, Fantasy & Horror Films | Saturn Award – Best Actress in a Television Program | ნომინირებული | პატრიცია არკეტი | |
| Golden Globes | Best Performance by an Actress in a Television Series – Drama | ნომინირებული | პატრიცია არკეტი | |
| Motion Picture Sound Editors | Golden Reel Award – Best Sound Editing in Television Short Form – Music | მოგებული | Robert Cotnoir (music editor) For "The Song Remains the Same" | |
| Screen Actors Guild | Outstanding Performance by a Female Actor in a Drama Series | ნომინირებული | პატრიცია არკეტი | |
| Young Artist Awards | Best Performance in a TV Series (Drama) – Supporting Young Actress | მოგებული | სოფია ვასილიევა | |
| Best Performance in a TV Series (Comedy or Drama) – Young Actress Age Ten or Younger | ნომინირებული | მარია ლარკი | ||
| 2007 | ALMA Awards | Outstanding Supporting Actor – Television Series, Mini-Series or Television Movie | ნომინირებული | მიგელ სანდოვალი |
| Academy of Science Fiction, Fantasy & Horror Films | Saturn Award – Best Actress in a Television Program | ნომინირებული | პატრიცია არკეტი | |
| Emmy Award | Outstanding Lead Actress in a Drama Series | ნომინირებული | პატრიცია არკეტი | |
| Golden Globes | Best Performance by an Actress in a Television Series – Drama | ნომინირებული | პატრიცია არკეტი | |
| Screen Actors Guild | Outstanding Performance by a Female Actor in a Drama Series | ნომინირებული | პატრიცია არკეტი | |
| Young Artist Awards | Best Performance in a TV Series (Comedy or Drama) – Young Actress Age Ten or Younger | მოგებული | მარია ლარკი | |
| 2008 | BMI Film & TV Awards | BMI TV Music Award | მოგებული | Mychael Danna |
| Golden Globes | Best Performance by an Actress in a Television Series – Drama | ნომინირებული | პატრიცია არკეტი | |
| Emmy Award | Outstanding Guest Actress in a Drama Series | ნომინირებული | ამჟელიკა ჰიუსტონი | |
| TV Land Awards | Favorite Character From the Other Side | ნომინირებული | პატრიცია არკეტი | |
| 2010 | Screen Actors Guild | Outstanding Performance by a Female Actor in a Drama Series | ნომინირებული | პატრიცია არკეტი |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- მედიუმი (ტელესერიალი) — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- მედიუმი საიტზე TV.com
- მედიუმი საიტზე allmovie.com
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Medium - The Complete First Season (2005). Amazon.com. წაკითხვის თარიღი: July 6, 2010.
- ↑ Medium - The Complete Second Season (2005). Amazon.com. წაკითხვის თარიღი: July 6, 2010.
- ↑ Medium - The Third Season (2005). Amazon.com. წაკითხვის თარიღი: July 6, 2010.
- ↑ Medium - The Fourth Season. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: July 6, 2010.
- ↑ Medium: The Complete Fifth Season. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: July 6, 2010.
- ↑ Medium: The Complete Sixth Season. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: August 1, 2010.