მედიუმი (ტელესერიალი)
ვიკიპედიიდან
ქასთინგი |
|
| ჟანრი | |
|---|---|
| დრამა, მისტიკა | |
| წარმომავლობა | |
| ქვეყანა | ამერიკა |
| სხვა.. | |
| ტელევიზია - NBC | |
| ქრონომეტრაჟი | 42 წუთი |
| ენა | ინგლისური |
| რეჟისორი | გლენ გორდონ კერონი |
| მთ.როლის შემსრ. | პატრიცია არკეტი |
| ოფიციალური საიტი | მედიუმის ოფიციალური საიტი |
| ემის და ოსკარის ჯილდოები | |
„მედიუმი“ (ინგლ. MediuM) — ამერიკული მისტიკური ტელესერიალი. სერიალი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე მთავარი გმირის ელისონ დიბუას ცხოვრებიდან. მას შეუძლია გარდაცვლილთა სულებთან ლაპარაკი და თავის სიზმრებში მომავალს ხედავს. ამ უცნაური ძალით ეხმარება სამართალდამცველებს.
ფილმის პრემიერა შედგა 2005 წლის 3 იანვარს NBC-ზე და დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
სერიალის რეჟისორია გლენ გორდონ კერონი. როლებში: არქეტი, პატრიცია, ჯეიკ ვებერი, მიგელ სანდოვალი, სოფია ვასილიევა, მარია ლარკი.
[რედაქტირება] პირველი სეზონი, პირველი სერია
მოქმედება მიმდინარეობს არიზონის ქალაქ ფენიქსში. 30 წლის ელისონი გადაწყვეტს ჩააბაროს იურიდიულ ფაკულტეტზე, სტაჟირებას კი საოლქო პროკურატურაში გადის. საოლქო პროკურორი მანუელ დევალოსი მას სურათების დამხარისხებლად დანიშნავს. ერთერთი დახარისხებისას მას ხილვა ეწყება და ხედავს, რომ მკვლელი საწოლზე გაკოჭილ კაცს ერთხელ ესვრის ფეხში. გასროლის ხმა სააბაზანოში დამალულ დედასა და პატარა ბავშვს აშინებს. ბავშვი ტირილს იწყებს. მკვლელი მათკენ მიემართება. დედა ბავშვის გაჩუმებას ამაოდ ცდილობდა და ვერც კი შეამჩნია როგორ გაგუდა იგი. სააბაზანოში შესულ მკვლელს იგი სასოწარკვეთილი სთხოვს მოკლას, იგი არც დააყოვნებს და საიქიოში ამწესებს. მკვლელი ბრუნდება მსხვეპლთან და ექვსჯერ ესვრის. ყველაფერ ამას ელისონი გამომძიებლებსა და პროკურორს უყვება და ამ მოსაზრებას მის თეორიას უწოდებს. პროკურორი მას აფრთხილებს, რომ აღარ აპირებს მსგავსი "თეორიები"-ს მოსმენას.
ელისონი ტეხასში მიემგზავრება. იქაურ პოლიციაში მისმა ქმარმა, ჯომ წერილი გააგზავნა სადაც წერდა, რომ მის ცოლს შეუძლია მკვდრებთან ლაპარაკი და შეუძლია იმ საქმის გამოძიება რომელსაც თვით კაპიტანი პუში იძიებს. ელისონს იქ თავიდან არ უჯერებენ მაგრამ განვითარებული მოვლენების შემდეგ მას კაპიტანი პუში უღრმეს მადლობას უხდის და ფენიქსში აგზავნის.
ფენიქსში ჩასული ელისონი პროკუროს სთხოვს თანამდებობიდან გაანთავისუფლოს, რადგან არ იცის, გიჟია თუ მედიუმი. პროკურორი ეუბნება, რომ დამნაშავე მარტინესი გამოტყდა და აღიარა, რომ მსხვერპლს (პაბლოს) ჯერ ერთხელ ესროლა ფეხში, შემდეგ ქალი მოკლა, ხოლო ამის შემდეგ დაბრუნდა და პაბლოს ექვსჯერ ესროლა... ელისონი პროკურორის საიდუმლო კონსულტანტი ხდება, რაც მის ოჯახის წევრებს ძალიან ახარებს.

