მდინარეზე (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მდინარეზე“
ჟანრი დრამა
რეჟისორი ასიფ რუსტამოვი
პროდიუსერი მუშფიგ ჰათამოვი
სცენარის ავტორი ასიფ რუსტამოვი, ოთარ პერტახია
როლებში ნამიგ აღაევი; მეჰრიბან ზექი; ალექსანდრა ანდრეევსკა; ელმინ იმამვერდიევი
კომპოზიტორი ხაიამ მირზაზადე
ოპერატორი აიჰან სალარი
მხატვარი რაფიზ ისმაილოვი
სტუდია აზერბაიჯანფილმი
გამოსვლის თარიღი 19 დეკემბერი, 2014
ხანგრძლივობა 90 წთ
ქვეყანა აზერბაიჯანი
ენა აზერბაიჯანული

მდინარეზე (აზერ. Axınla aşağı) — აზერბაიჯანული მხატვრული ფილმი, რომლის ეკრანიზაცია 2014 წელს შედგა. ფილმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს დაკვეთით ჯაფარ ჯაბარლის სახელობის კინოსტუდიის „აზერბაიჯანფილმის“ მეშვეობით იქნა გადაღებული. „მდინარეზე“ რეჟისორ ასიფ რუსტამოვის სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ფილმია.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალი (ნამიგ აღაევი) ნიჩბოსნობის მასწავლებელია, რომელიც ცხოვრობს მინგეჩაურში. მას დაძაბული ურთიერთობა აქვს, როგორც ცოლთან, ასევე შვილთან. მას ჰყავს პოლონელი მეგობარი გოგონა (ალექსანდრა ანდრეევსკა), რომელიც ალის საზღვარგარეთ წასვლას სთავაზობს. თუმცა ეს უკანასკნელი ყოყმანობს ამ გადაწყვეტილების მიღებაზე. ალი შინაგანად მარტოსულად გრძნობს თავს. ის არის სუსტი ნებისყოფის ადამიანი, რომელიც ბედნიერებას ეძებს არა საკუთარ ოჯახში, არამედ სხვებში. ეს პერსონაჟი ოჯახშიც ქმნის პრობლემებს. მეზობელი ქალი (გულშად ბახშიევა) მის ცოლს ლეილას (მეჰრიბან ზექი) ეუბნება, რომ მისი ქმარი სხვას ხვდება. ლეილას კი ამისი არ სჯერა.

ალის პრობლემები შვილთან - რუსლანთან (ელმინ იმამვერდიევი) ფილმის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ეს ფილმის პირველივე სცენიდან ჩანს. მამა სხვების თვალწინ შეურაცხყოფას აყენებს შვილს და ამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ ალიმ შვილი ნიჩბოსნთა კაპიტანი გახადა, მოგვიანებით, სპორტულ შეჯიბრებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსლანს კაპიტნის „წოდება“ ჩამოართვა და სხვას გადასცა. ამ შემთხვევით შეძრწუნებული ბიჭი წყალში საცურაოდ მიდის და უჩინარდება.

ალისა და ლეილას დაკარგული შვილის ძებნა ფილმის მთავარი ნაწილი ხდება. ეს უბედურება თითქოს მათ აერთიანებს. ისინი ერთიანდებიან შვილის მოსაძებნად.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2014 წ - აბრეშუმის გზის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალის აუდიტორიის ჯილდო[1] - ჩინეთი;
  • 2015 წ - ჰიუსტონის მსოფლიო ფესტივალის „ვერცხლის რემის“ ჯილდო - ჰიუსტონი, აშშ;
  • 2015 წ - „ოქროს ფერის“ ჯილდო ნომინაციაში  „საუკეთესო სადებიუტო მხატვრული ფილმი“[2] - ბაქო, აზერბაიჯანი;
  • 2015 წ - Let'sCee საერთაშორისო კინოფესტივალი „Special Highlight Award“[3] - ვენა, ავსტრია;
  • 2015 წ - SEEfest საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო „საუკეთესო დებიუტი“[4] - ლოს ანჯელესი, აშშ

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნამიგ აღაევი — ალი;
  • მეჰრიბან ზექი — ლეილა;
  • ალექსანდრა ანდრეევსკა — პოლონელი გოგონა;
  • ელმინ იმამვერდიევი — რუსლანი;
  • თეიმურ მამედოვი — არიფი;
  • ულვი ფაშაბეილი — ილგარი;
  • გულშად ბახშიევა - მეზობელი ქალი;
  • თელმან ალიევი — აჰადი;
  • ფარვიზ ბაგიროვი - მეთევზე;
  • ელდარ ბაგირბეოვი - ვალერა;
  • შამილ სულეიმანლი — მცველი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]