მბანზა-ნგუნგუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მბანზა-ნგუნგუ
ფრანგ. Mbanza-Ngungu
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პროვინცია ცენტრალური კონგო
კოორდინატები 05°15′00″ ს. გ. 14°52′00″ ა. გ. / 5.25000° ს. გ. 14.86667° ა. გ. / -5.25000; 14.86667
ადრეული სახელები ტისვილი
ფართობი 8190 კმ²
ცენტრის სიმაღლე 604
ოფიციალური ენა ფრანგული
მოსახლეობა 101 336 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+1
მბანზა-ნგუნგუ — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
მბანზა-ნგუნგუ

მბანზა-ნგუნგუ (ფრანგ. Mbanza-Ngungu) — ქალაქი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრალური კონგოს პროვინციაში. ქალაქს ადრე ერქვა ტისვილი, ბელგიელი ბიზნესმენის ალბერტ ტისის პატივისცემის ნიშნად.

მდებარეობს კინშასიდან სამხრეთ-დასავლეთით 154 კმ-ის დაშორებით. ზღვის დონიდან 604 მეტრზე[1].

2012 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 101 336 კაცი[2].

ქალაქში განთავსებულია კონგოს უნივერსიტეტის რამდენიმე ფაკულტეტი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mbanza-Ngungu, Congo (Dem. Republic of The)-(Zaire) Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-01-25.
  2. Congo (Dem. Rep.): largest cities and towns and statistics of their population World Gazetteer