მაღრანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მაღრანი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Pyrrhocorax | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
|
მაღრანი (Pyrrhocorax), ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. მოიცავს 2 სახეობას: წითელნისკარტა ანუ სუღლუკი (Pyrrhocorax pyrrhocorax) და ყვითელნისკარტა ანუ საღსაღანა მაღრანს (Pyrrhocorax graculus). ყვითელნისკარტა მაღრანი გავრცელებულია ევროპაში, შუა და ცენტრალურ აზიაში. წითელნისკარტა, გარდა ამისა, კიდევ — ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. ორივე სახეობა ბინადრობს საქართველოშიც. კოლონიური ფრინველებია. ვერტიკალურად ფრენენ 300 მ-იდან 4500 მ-დე. ბუდეს იკეთებენ კლდეებში, მდინარისპირა ხრამების კედლებში. დედალი მაღრანი 4-5 კვერცხს დებს, 17-18 დღე კრუხობს, იკვებებიან ჭიებით, მწერებით, მცენარეებით. ზოგიერთი მკვლევარი ყვითელნისკარტა მაღრანს ცალკე გვარად (Graulus) გამოყოფა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქსე, ტ. 6, გვ. 506, თბ., 1983