მაურიცჰეისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაურიცჰეისი

მაურიცჰეისი
დაარსდა 1822
მდებარეობა ნიდერლანდის დროშა ნიდერლანდი
ვიზიტორები 231,795 (2010)
ვებსაიტი ოფიციალური საიტი

მაურიცჰეისი (ნიდერლ. Mauritshuis) — სამხატვრო გალერეა ნიდერლანდში, ქალაქ ჰააგაში. მდებარეობს ვეივერის ტბის სანაპიროზე. XVII საუკუნის ჰოლანდიური არქიტექტურის ძეგლია და აგრეთვე მუზეუმი (სურათების სამეფო კაბინეტი). მაურიცჰეისი ჰოლანდიური კლასიციზმის ნიმუშია, რომელიც აშენდა 1633-1635 წლებში არქიტექტორ პიტერ პოსტის მიერ პრინც მორიც ორანელისთვის. მაურიცჰეისის მუზეუმს საფუძვლად დაედო ვილჰელმ V ორანელის „ხელოვნების კაბინეტის“ სურათების კოლექცია. აქ თავმოყრილია ჰოლანდიური, ნიდერლანდური და ფლამანდიური სკოლის მეტად მაღალხარისხიანი კრებულები. მაურიცჰეისი 1995 წელს გადავიდა სპეციალიზებული ფონდის განკარგულებაში. ამჟამინდელი კოლექცია დაახლოებით 800 სურათისგან შედგება და ფოკუსირდება ჰოლანდიელი და ფლამანდიელი მხატვრების (პიტერ ბრეიგელი, პაულუს პოტერი, პეტერ პაულ რუბენსი, რემბრანდტი, იან ვერმეერი და სხვა) ნამუშევრებზე. დღეისათვის ნიდერლანდის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი მუზეუმია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]