პიტერ ბრეიგელი (უფროსი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავტოპორტრეტი

პიტერ ბრეიგელი (ნიდერლ. Pieter Bruegel, ˈbɾøːɣəl; დ. დაახლოებით 1525-1530, ბრედა ან სოფ. ბრეიგელი — გ. 5 სექტემბერი, 1569, ბრიუსელი) — ნიდერლანდელი ფერმწერი და გრავიორი. ნიდერლანდური ფერწერის ერთ-ერთი ყველაზე შინაარსიანი პერიოდი დაკავშირებულია მის სახელთან.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

პიტერ ბრეიგელი შემოქმედება გამსჭვალულია ღრმა ტრაგიზმით; მის ადრეულ ნამუშევრებს ფილოსოფიურ-პესიმისტური ელფერი დაჰკრავს (,,ბავშვთა თამაშობანი", ,,მარხვისა და კარნავალის ბრძოლა")

ყველაზე ცნობილი ნახატი - ბაბილონის გოდოლი

მიუხედავად თავისი ფანტასტიურობისა, თითოეული მისი ტილო გამოირჩევა რეალობის მძაფრი შეგრძნებით. მხატვარს საწყის წერტილად ყოველთვის-ადამიანის ბუნებრივი ასპექტი აქვს გამოყენებული და ცდილობს, ადამიანისა და სამყაროს მაშტაბურ შეფარდებაში მონახოს ერთადერთი სწორი პროპორცია. 1561 წელს ქმნის ტილოს , ,,სიკვდილის ტრიუმფი" რომელიც თავისი შემზარავი ფანტასმაგორიულობით გაცილებით ბევრჯერ აღემატება ბოსხს. შემდგომში მისი ნამუშევრები იძენს უფრო დამშვიდებულ ფილოსოფიურ ხასიათს - ,,მაიმუნები,,ბაბილონის კოშკი' აღსანიშნავია მისი პეიზაჟების მთელი ციკლი,რომელიც ეძღვნება ,,წელიწადის დროებს". ბუნება სუფთაა და უსასრულო,,მონადირეები თოვლში', ,,მკა ,,ფარის დაბრუნება, ,,მოღუშული დღე" სამყარო პირდაპირ კავშირშია ადამიანთან. ადამიანურია ბუნება და არა ადამიანი! ერთერთი მისი კაპიტალური ნამუშევარია ,,გლეხთა ცექვა" სადაც მხატვარი საოცრად მეტყველად გადმოსცემს გლეხთა ხასიათს, ჩვევებს, მათ მანერებს, განცდებს; ბრეიგელის ტილოებში თითოეული ფიგურა თითქოსდა - ,შეჩერებულია , ცეკვის, ჩხუბისა თუ კოცნის დროს.კომპოზიციები გვაოცებენ თავისი უხეში, მონომენტურობით. (,,გლეხთა ქორწილი") პიტერ ბრეიგელი ქმნის არა სამყაროს ფილოსოფიურ ხედვას არამედ კაცობრიობის ტრაგედიას. ის იყენებს რეალურ ფაქტებს ადამიანის ცხოვრებიდან და შემზარავი სისასტიკით აღწერს ცხოვრების სიმახინჯის გამოუვალობას. დაძაბულად მიჰყავს მაყურებელი არნახული ტრაგიზმისკენ! ასეთია მისი ბოლო ტილოები:,,მიზანტრიპი , ,,დასახიჩრებულნი" , ,,ბრმები" მისი ნამუშევრები დაცულია მადრიდის, ბრიუსელის, ვენის, ლუვრის ,ანტვერპენის მუზეუმებში.