მატყუარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მატყუარა
კოორდინატები: 42°42′13″ ჩ. გ. 43°08′15″ ა. გ. / 42.703694° ჩ. გ. 43.137611° ა. გ. / 42.703694; 43.137611
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2977 
ქედი ლეჩხუმის ქედი
მატყუარა — საქართველო
მატყუარა
მატყუარა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მატყუარა

მატყუარა — უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს ლეჩხუმის ქედზე, მდინარეების ღობიშურისა (ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი) და რიცეულის (რიონის მარჯვენა შენაკადი) ზემო დინებათა წყალგამყოფზე. სიმაღლე 2977 მ. მატყუარის მიდამოები აგებულია ქვედაიარული თიხაფიქლებით. შემოსილია ალპური მდელოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]