მატეო ბანდელო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მატეო ბანდელო

მატეო ბანდელო (იტალ. Matteo Bandello; დ. 1485, კასტელნუოვო-სკრივია — გ. 1561, აჟენი, საფრანგეთი) — იტალიელი მწერალი. იყო დიპლომატიც, მეომარიც, ბერიც. წერდა სატრფიალო ლექსებს („კანცონები“, 1544). მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში შევიდა როგორც შესანიშნავი ნოველების ავტორი. 1505-1560 წლებს შორის დაწერილი მისი 214 ნოველის სამი ტომი 1554 წელს გამოიცა, ხოლო მეოთხე 1573 წელს. ნოველებში შთამბეჭდავად, ძარღვიანი, თუმცა არცთუ მთლად დახვეწილი ენით, წარმოდგენილია აღორძინებისდროინდელი იტალიური ცხოვრების ცოცხალი სურათები; დამახასიათებელია თხრობის ობიექტურობა, დოკუმენტური სიზუსტე და მძაფრი დრამატიზმი. ბოკაჩოს შემდეგ ბანდელო ყველაზე დიდ ნოველისტადაა აღიარებული იტალიაში. მისი თხზულებები შემდგომ ბევრმა ევროპელმა დრამატურგმა გამოიყენა.

ლიტერატურა[რედაქტირება]