მასის შენახვის კანონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფიზიკაში და ქიმიაში მასის შენახვის კანონი, რომელიც ცნობილია აგრეთვე როგორც მასის/ნივთიერების შენახვის პრინციპი არის ფიზიკის კანონი, რომელიც ამტკიცებს, რომ იზოლირებული სისტემის მასა დროში შენახვადი სიდიდეა. ანუ იზოლირებული სისტემის მასა შეუძლებელია შეიცვალოს მასში მიმდინარე ფიზიკური ან ქიმიური პროცესების შედეგად.

მასის შენახვის კანონისგან განსხვავებით ნივთიერების შენახვის კანონი შეიძლება განხილული იქნას როგორც მიახლოებითი ფიზიკური კანონი, რომელიც სამართლიანია მხოლოდ კლასიკური ფიზიკის ფარგლებში, ანუ ის აღარ არის სამართლიანი ფარდობითობის სპეციალურ თეორიასა და კვანტური მექანიკის ფარგლებში. მეორე პრობლემა, რომელიც უკავშირდება ნივთიერების შენახვია კანონს, იმაში მდგომარეობს, რომ თავად ცნება ნივთიერება არ არის ცალსახად განსაზღვრული. მაგალითად, ელექტრონისა და პოზიტრონის ანიჰილაციის შედეგად შეიძლება წარმოიშვას ფოტონი, რომელიც ხშირად არ განიხილება ნივთიერებად. ასეთ შემთხვევაში ნივთიერების შენახვის კანონი არ არის სამართლიანი იზოლირებული სისტემისთვის.

ისტორიული განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველბერძნული ფილოსოფიის მნიშვნელოვანი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ არაფრისგან არაფერი არ ჩნდება, ანუ ის რაც არსებობს ახლა, არსებობდა მუდამ, და პრინციპში შეუძლებელია გაჩნდეს რაიმე ახალი ნივთიერება, რომელიც ადრე არ არსებობდა. პირველად ეს მტკიცება გვხვდება ემპედოკლესთან (ძვ. წ. 490-430).[1] ამ იდეის შემდგომი განვითარება ეკუთვნის ეპიკურეს (ძვ. წ. 341–270), რომელმაც დაასკვნა, რომ "ნივთიერებათა ერთობა ყოველთვის იყო ისეთი, როგორიც არის ახლა და ყოველთვის დარჩება ასეთად".[2]

მასის შენახვის პრინციპი პირველად ჩამოყალიბებული იქნა ანტუან ლავუაზიეს მიერ (1743–1794) 1789 წელს, რომელიც ამ აღმოჩენის გამო ხშირად თანამედროვე ქიმიის ფუძემდებლად განიხილება. ისტორიულად, მასის შენახვის კანონი არ იყო ცხადი ასწლეულების განმავლობაში. მაგალითად, ის ფაქტი, რომ დაწვის შედეგად ხე ნაკლებს იწონის ვიდრე დაწვამდე, თითქოს მიუთითებს, რომ მასის გარკვეული ნაწილი გაქრა, გარდაიქმნა ან დაიკარგა. ამ საკითხების გარკვევა შესაძლებელი გახდა მხოლოდ ზუსტი ქიმიური ექსპერიმენტების შედეგად. მას მერე რაც მასის შენახვის კანონი დადგინდა, მან უზარმაზარი როლი ითამაშა ალქიმიის თანამედროვე ქიმიად გარდაქმნაში.

განზოგადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარდობითობის სპეციალურ თეორიაში მასის შენახვის კანონი არ არის სამართლიანი თუ სისტემა ღიაა და არ შესაძლებელია ენერგიის გადინება/შემოდინება. თუმცა ეს კანონი რჩება სამართლიანი იზოლირებული სისტემებისთვის (შესაბამისი განზოგადების პირობებში).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fr. 12; see pp.291–2 of Kirk, G. S.; J. E. Raven, Malcolm Schofield (1983). The Presocratic Philosophers, 2, Cambridge: Cambridge University Press. ISBN 9-780-521-27455-5. 
  2. Long, A. A.; D. N. Sedley (1987). „Epicureanism: The principles of conservation“, The Hellenistic Philosophers. Vol 1: Translations of the principal sources with philosophical commentary. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 25–26. ISBN 0-521-27556-3.