ალქიმია

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალქიმიკოსები ლაბორატორიაში

ალქიმია (არაბ. الكيمياء‎‎) — შუა საუკუნეებში იყო მეცნიერება, რომლის მიზანი სხვადასხვა ლითონების ძვირფას ლითონებად (ოქრო, ვერცხლი) გარდაქმნა იყო. ალქიმიკოსებს ოქრო ყველაზე სრულყოფილ ნივთიერებად მიაჩნდათ და ისეთ ნივთიერებას ეძებდნენ, რომელიც უბრალო ლითონის ოქროდ გარდაქმნას დააჩქარებდა. ამ ნივთიერებას ზოგი „ფილოსოფიურ ქვას“, ზოგი „წითელ ლომს“, ზოგი კი „უკვდავების ელექსირს“ უწოდებდა. ალქიმიკოსებმა, მიუხედავად იმისა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაინც დიდი წვლილი შეიტანეს ქიმიის განვითარებაში. მათ შექმნეს მრავალი ქიმიური ლაბორატორია, სადაც შეისწავლეს ნივთიერების ბევრი თვისება, გამოიგონეს მრავალი ლაბორატორიული ხელსაწყო.

პირადი ხელსაწყოები