მარკ დაკასკოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარკ დაკასკოსი

დაკასკოსი 2011 წელს
მშობლიური სახელი Mark Dacascos
დაბადების სახელი მარკ ალან დაკასკოსი
დაბადების თარიღი 26 თებერვალი, 1964 (1964-02-26) (60 წლის)
ჰონოლულუ, ჰავაი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი პორტლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა
  • მსახიობი
  • საბრძოლო ხელოვნების ოსტატი
აქტიური 1985-დღემდე
მეუღლე(ები) ჯული კონდრა (იქ. 1998)
შვილ(ებ)ი 3
საიტი dacascos.com

მარკ ალან დაკასკოსი (ინგლ. Mark Alan Dacascos; დ. 26 თებერვალი, 1964) — ამერიკელი კინო- და ტელემსახიობი, საბრძოლო ხელოვნების ოსტატი.[1] ადრეულ ასაკში მოგებული აქვს რამდენიმე ჩემპიონატი კარატესა და კუნგ-ფუში. ყველაზე მეტად ცნობილია ფილმებით: „მტირალა მკვლელი“ (1995), „დრაივი“ (1997), „მგლის საძმო“ (2001), „აკვნიდან საფლავამდე“ (2003) და „ჯონ უიკი 3“ (2019).[2]

დაიბადა ჰონოლულუში, ჰავაიში. ბავშვობა გაატარა გერმანიაში.[3] მამამისი, ალ დაკასკოსი საბრძოლო ხელოვნების ინსტრუქტორი იყო, ხოლო დედა, მორიკო მაკვეი — მასწავლებელი. დაკასკოსი საბრძოლო ხელოვნებით ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში დაკავდა. პირველი ტურნირი მოიგო 9 წლის ასაკში, ხოლო პირველი როლი კინოში მიიღო 18 წლისამ. ამას მოჰყვა რამდენიმე მცირე როლი ფილმებსა და ტელესერიალებში. პირველი სრულფასოვანი როლი მიიღო ფილმში „ამერიკელი სამურაი“ (1992).

დაკასკოსს, აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული ტელესერიალებში: ჰავაის პოლიცია, „სასიკვდილო ბრძოლა: მემკვიდრეობა“,[4] „ყორანი: კიბე ზეცისაკენ“ და სხვა. 2002 წელს ნომინირებული იყო სატურნის ჯილდოზე. 2009 წელს მონაწილეობდა საცეკვაო შოუში „ცეკვა ვარსკვლავებთან“.[5][6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Discovering the Samurai Within“. Inside Kung Fu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-09. ციტირების თარიღი: 2010-06-18.
  2. Anita Busch. (მაისი, 21, 2018) Halle Berry, Anjelica Huston Join Returning Cast For 'John Wick. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო, 2018.
  3. Егор Арефьев. (2014-11-01) Марк Дакаскос: Говорят, я умер. Это правда! Но время еще не пришло. Комсомольская правда. ციტირების თარიღი: 2018-07-03.
  4. Web Series 'Mortal Kombat: Legacy 2′ Hitting February 17th. Latino Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-06. ციტირების თარიღი: 2012-12-03.
  5. Dancing With The Stars Season 9 Cast. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-19.
  6. Joyce Eng (17 August 2009). Dancing with the Stars 2009 Season 9 Cast Revealed!“. TVGuide.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო, 2009. ციტირების თარიღი: 2009-08-17. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archivedate=-ში (დახმარება)