მარინა იაკობაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარინა იაკობაშვილი (დ. 1 იანვარი, 1957, თბილისი) — ქართველი ექიმი და მეცნიერი.

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1979–1985 წლებში ორდინატურა გაიარა მოსკოვის საკავშირო კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ცენტრში, აქვე დაამთავრა ასპირანტურა. 1986 წლიდან მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გულის უკმარისობის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელია. არის 25-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია: „ჰიპერტონული გული სტაბილური და ავთვისებიანი მიმდინარეობის არტერიული ჰიპერტონიის დროს“ (1992). ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციია თემა — „გული ავთვისებიანი თირკმლოვანი ჰიპერტონიის დროს (კლინიკო–მორფოლოგიური გამოკვლევა)“, დაიცვა 1985 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]