მარიამ ჩხეიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარიამ ჩხეიძე
დაბადების თარიღი 1888
ყვირილა, საქართველოს დროშა საქართველო
გარდაცვალების თარიღი 1937
გარდაცვალების მიზეზი საბჭოთა ტერორი
ეროვნება ქართველი
განათლება იურისტი
ალმა-მატერი პეტერბურგის უნივერსიტეტი

მარიამ ჩხეიძე (დ. 1888, ყვირილა — გ. 1937) — ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი და იურისტი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მუშაობდა ნაფიც-ვექილად. ადრეულ ასაკში შეუერთდა სოციალისტ რევოლუციონერთა პარტიას. 1918 წლის შემოდგომაზე საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ დაასახელა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრად. იყო პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის წევრი, შემდგომ კი კომისიის მდივანი. საარქივო წყაროების თანახმად, აქტიურად მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში, ევალებოდა თეორიული მასალების შეგროვება და კომისიისთვის გაცნობა. 1919 წლის თებერვალს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობდა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა, საკანდიდატო სიაში 31-ე ნომერი იყო. დამოუკიდებლობის პერიოდში იყო ქ.შ.წ.კ.გ.ს საზოგადოების გამგეობის წევრი. აქვეყნებდა წერილებს ესერთა პარტიულ გაზეთ „შრომაში“. 1921 წლის იანვარში სოციალ რევოლუციონერების მიერ გამოქვეყნებული საკონსტიტუციო პროექტის მთავარი დებულებები სწორედ მისი შემუშავებული იყო. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. თავდაპირველად მუშაობდა სასამართლო უწყებებში, თანამშრომლობდა სოციალ-რევოლუციონურ ჯგუფებთან. შეეწირა საბჭოთა ტერორს და დახვრიტეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 503.