მარბლ არჩი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარბლ არჩი

მარბლ არჩი (ინგლ. Marble Arch, ქართ. მარმარილოს თაღი) — კარარას მარმარილოთი აშენებული მონუმენტი, რომელიც დგას სპიკერს კორნერთან ჰაიდ პარკში ოქსფორდ სტრიტის დასავლეთ ბოლოში.

თაღი აგებულ იქნა 1828 წელს არქიტექტორ ჯონ ნეშის მიერ. ნიმუშად აღებულ იქნა კონსტანტინეს თაღი რომში. თავდაპირველად იგი იდგა ბაკინგემის სასახლის შესასვლელთან მოლზე და რადგან სატრანსპორტო საშუალებებისათვის ძალზე ვიწრო აღმოჩნდა გადატანილ იქნა დღევანდელ ადგილზე.

არკა დგას ლონდონის ცნობილ ტაიბერნის სახრჩობელებთან ახლოს. იქ სადაც 1388-1793 წლებში ხდებოდა დამნაშავეთა საჯარო ჩამოხრჩობა.

მახლომდებარე მეტროპოლიტენის სადგური არკის სახელს "მარბლ არჩს" ატარებს.