მაპეტ შოუ
მაპეტ შოუ (ინგლ. The Muppet Show) — ბრიტანულ-ამერიკული სატელევიზიო იუმორისტული გადაცემა, რომელსაც ამზადებდა ჯიმ ჰენსონი. გამოდიოდა 1976-1981 წლებში. მისი მთავარი გმირები იყვნენ მაპეტები.
[რედაქტირება] ისტორია
თოჯინები, რომლებსაც ქმნიდა ჯიმ ჰენსონი, თავდაპირველად მონაწილეობდნენ გადაცემაში სეზამის ქუჩა. საკუთარი შოუს შექმნის მიზნით, ჰენსონმა გადაიღო ორი საცდელი სერია, 1974 და 1975 წლებში (The Muppets Valentine Show მსახიობ მია ფეროუს მონაწილეობით და Muppet Show: Sex and Violence). ამ სერიების მთავარი გმირი იყო ბაყაყი კერმიტი, უკვე ცნობილი სეზამის ქუჩით.
სერიალის ძირითადი პრემიერა შედგა 1976 წლის 27 სექტემბერს. სიუჟეტი ეხებოდა მუსიკალურ თეატრს, რომელსაც კერმიტი მართავდა. გადაცემის მსვლელობისას ეთერში გადიოდა იუმორისტული და სახალისო მუსიკალური ნომრები. წლების მანძილზე გადაცემის სტუმრები იყვნენ ცნობილი მსახიობები ან მომღერლები, მათ შორის - ელტონ ჯონი, რუდოლფ ნურიევი, სტივ მარტინი, სილვესტერ სტალონე, შარლ აზნავური, ბრუკ შილდსი, როჯერ მური, კრისტოფერ რივი, ელის კუპერი და სხვები. ხუთი წლის მანძილზე ეთერში გავიდა სერიალის ხუთი სეზონი (120 ნახევარსაათიანი გამოშვება). უკანასკნელი სერია ნაჩვენები იქნა 1981 წლის 1 ივნისს.
[რედაქტირება] პერსონაჟები
- კერმიტი - ბაყაყი, თეატრის დირექტორი და შოუს წამყვანი.
- მისს პიგი - სიმპატიური ქალბატონი ღორი, თეატრის დივა.
- დათუნია ფოზი - ნიჭიერი კომიკოსი დათვი.
- სკუტერი - თეატრის მფლობელის ძმისშვილი.
- გონზო - ასრულებს საშიშ ტრიუკებს.
- შვედი მზარეული - საუბრობს სასაცილო სკანდინავიური აქცენტით.
- ძაღლი როულფი - ვირტუოზი პიანისტი.
- დოქტორი ბენსენ ჰანიდიუ - მაპეტების ლაბორატორიის დირექტორი, მეცნიერი და გამომგონებელი.
- ბიკერი - ჰანიდიუს თანაშემწე.
- კამილა - ქათამი, გონზოს შეყვარებული.
- არწივი სემი - ამერიკელი პატრიოტი.
- The Electric Mayhem - ადგილობრივი როკ-ჯგუფი.
- Dr. Teeth - ჯგუფის ლიდერი.
- სერჟანტი ფლოიდ პეპერი - ბას გიტარისტი.
- ცხოველი - ჯგუფის დრამერი.
- ზუტი - საქსოფონისტი.
- ტუჩები - მესაყვირე.
- ლიუ ზილენდი - თევზების მოყვარული. ხშირად ისვრის კადრში თევზებს.
- მაპეტების ორკესტრი - უკრავს შოუს მთავარ თემას და მუსიკას ტიტრების მსვლელობისას.
- ნაიჯელი - მაპეტების ორკესტრის დირიჟორი
- მესაყვირე გოგონა - მაპეტების ორკესტრის მესაყვირე.
- სტეტლერი და უოლდორფი - ორი შეშლილი მოხუცი. სხედან ბალკონზე და განიხილავენ შოუს. ხუმრობენ, მაგრამ ხუმრობაზე მხოლოდ მათ ეცინებათ.
- მაპეტების ახალი ამბების წამყვანი - ახალი ამბების რეპორტიორი.
- ვირთხა რიზო - ვირთხა, რომელიც მონაწილეობდა შოუს მეოთხე და მეხუთე სეზონებში.
[რედაქტირება] ბმულები
- (ინგლისური) The Muppet Show — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).