მანჭკვალას მატყუარა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მანჭკვალას მატყუარა | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Hypholoma fasciculare | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
მანჭკვალას მატყუარა (ლათ. Hypholoma fasciculare) — შხამიანი ქუდიანი სოკო სტროფარისებრთა ოჯახისა. აქვს მომწვანო-ყვითელი, შუაში მოწითალო ქუდი, რომელიც ჯერ ზარისებრია, შემდეგ გაშლილი, მისი დიამეტრი 2—5 სმ აღწევს. ფეხი ქუდისკენ მოყვითალოა, ძირისკენ მოყვითალო-ყავისფერი; აქვს საყელო, რომელიც მალე ქრება. ფირფიტები ჯერ მოყვითალოა, შემდეგ კი — მომწვანო-შავი. იზრდება გამხმარ და დამპალ ხეებზე ჯგუფ-ჯგუფად ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. ჰგავს მანჭკვალას, მისგან განსხვავდება ქუდისა და ფირფიტების ფერით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 422, თბ., 1983 წელი.