მანჭკვალა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანჭკვალა
მანჭკვალა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
კლასი: ბაზიდიუმიანი სოკოები
რიგი: Agaricales
ოჯახი: ტრიქოლომასებრნი
სახეობა: მანჭკვალა
ლათინური სახელი
Armillariella mellea
დაცვის სტატუსი

მანჭკვალა (Armillariella mellea) — ქუდიანი სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა. ნაყოფსხეული შედგება ყვითელი ან მოყვითალო-ყავისფერი ქუდისა და ფეხისაგან. ქუდს ზედა მხარეს მურა ქერცლები აქვს, ქვედა მხარეს კი — მოთეთრო-მოყვითალო ფირფიტები. ფეხი საყელოიანია. იზრდება ჯგუფებად ცოცხალი ან გამხმარი ხეების ფესვებსა და ძირებზე შემოდგომით, იშვიათად ზაფხულში. საჭმელად იხმარება ნედლი, დამწნილებული და დამუჟუჟებული. პარაზიტია, აავადებს და ალპობს წიწვოვანი და ფოთლოვანი ხემცენარეებისა და ბუჩქების ფესვებს.

ბრძოლის ღონისძიებები [რედაქტირება]

ბაღ-ვენახებში დაავადებული კერების ირგვლივ (10 მ რადიუსით) ნიადაგის დეზინფექცია 10%-იანი ფორმალინით (5 ლ ყოველ მ2-ზე).

ლიტერატურა [რედაქტირება]