მანპუპუნიორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანპუპუნიორი
მანპუპუნიორი
მანპუპუნიორი
კოორდინატები: 62°15′02″ ჩ. გ. 59°17′53″ ა. გ. / 62.25056° ჩ. გ. 59.29806° ა. გ. / 62.25056; 59.29806
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კომის რესპუბლიკა
სიმაღლე 30-42 
ქედი მანპუპუნიორის ქედი
ასაკი 200 მლნ.
მანპუპუნიორი — რუსეთი
მანპუპუნიორი
მანპუპუნიორი — რუსეთი
მანპუპუნიორი
სურათები ვიკისაწყობში

მანპუპუნიორი, „გამოფიტვის სვეტები“ (რუს. Маньпупунёр) — 7 მონოლითის სახელწოდება ტროიცკო-პეჩორსკის რაიონში, კომის რესპუბლიკაში, რუსეთში. მდებარეობს პეჩორა-ილიჩის ნაკრძალის ტერიტორიაზე, მან-პუპუ-ნიორის მთაზე (მანსის ენაზე — „კერპების მცირე მთა“), მდინარეების ილიჩისა და პეჩორის მდინარეთაშუეთში. მეორე სახელწოდებაა „ბოლვანო-იზ“ („Болвано-из“), რომელიც კომი ენაზე ნიშნავს „კერპების მთას“; აქედან მომდინარეობს მათი სახალხო სახელწოდება „Болваны“. მანპუპუნიორი წარმოადგენს 7 მოწმის კომპლექსს, რომელთა სიმაღლე 30-იდან 42 მ-მდე მერყეობს.[1] მანპუპუნიორთან დაკავშირებულია მრავალრიცხოვანი ლეგენდები.[2] იგი მანსის კულტის ობიექტია. მანპუპუნიორი რუსეთის შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია.[3]

დაახლოებით 200 მლნ. წლის წინ ქვის სვეტების ადგილას მაღალი მთები იყო აღმართული. წვიმამ, თოვლმა, ქარმა, ყინვამ და სიცხემ თანდათანობით დაანგრია მთები, პირველ ყოვლისა, სუსტი ქანები. მყარი სერიციტულ-კვარციტული ფიქლები, რომლითაც მოწმეებია აგებული, ნაკლებად დაინგრა და შენარჩუნდა ამ დრომდე, ხოლო რბილი ქანები გამოფიტვის შედეგად დაინგრა და რელიეფის დადაბლებაში წყლისა და ქარის მიერ წაილეკა.[1]

ერთი სვეტი, რომლის სიმაღლეა 34 მ, სხვებთან შედარებით რამდენადმე მოშორებითაა აღმართული; იგი მოგვაგონებს თავდაყირა გადატრიალებულ უზარმაზარ ბოთლს. დანარჩენი 6 მონოლითი განლაგებულია ფლატის კიდეებთან. სვეტებს აქვთ თავისებური მოხაზულობა და დაკვირვების ადგილიდან გამომდინარე ხან გვაგონებს ვეებერთელა ადამიანის ფიგურას, ხან ცხენისა და ცხვრის თავს. წარსულში მანსები აღმერთებდნენ გრანდიოზული ქვის ქანდაკებებს, თაყვანს სცემდნენ მათ, თუმცა მანპუპუნიორზე ასვლა უდიდეს ცოდვად ითვლებოდა.[4]

მანპუპუნიორი დასახლებული ადგილებიდან საკმაოდაა დაშორებული. სვეტებთან მისვლა მხოლოდ კარგად მომზადებულ ტურისტებს შეუძლიათ. ამისათვის საჭიროა ნაკრძალის ადმინისტრაციისაგან საშვის მიღება, ვინაიდან ფედერალური ნაკრძალების ტერიტორიებზე შესვლა მხოლოდ საშვებითაა დაშვებული. სვერდლოვსკის ოლქიდან და პერმის მხარედან არის ქვეითი მარშრუტი, კომის რესპუბლიკიდან — შერეული მარშრუტი — საავტომობილო, წყლისა და ქვეითი მარშრუტები.

განვითარებულია ტურიზმი. 2004 წლამდე დაშვებული იყო საავტომობილო მარშრუტი სვერდლოვსკის ოლქიდან დიატლოვის უღელტეხილის, მთა ოტორტენისა და მდინარე პეჩორის საათავეების მონახულების ჩათვლით. ოფიციალურად აკრძალული იქნა 2 სანაკრძალო ტერიტორიის მიერ, რომელზედაც გაყვანილია მარშრუტი — პეჩორა-ილიჩის ნაკრძალით და ივდელსკის აღკვეთილით.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]