მადრიუ-პერაფიტა-კლარორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადრიუ-პერაფიტა-კლარორის ხეობა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ანდორის დროშა ანდორა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები v
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 42°29′41″ ჩ. გ. 01°35′41″ ა. გ. / 42.49472° ჩ. გ. 1.59472° ა. გ. / 42.49472; 1.59472
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2004  (28-ე სესია)
ნომერი 1160
გაფართოება 2006 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1160
ინგლ.რუს.ფრ.

მადრიუ-პერაფიტა-კლარორი (ფრანგ. Vallée du Madriu-Perafita-Claror) — მყინვარული ხეობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ანდორაში. მოიცავს მთლიანი სახელმწიფოს ტერიტორიის დაახლოებით 9%-ს, 42.47 კმ²-ს და წარმოადგენს სიდიდით მეორე წყლის აუზს ანდორაში. ეს იზოლირებული და განუვითარებელი ხეობა აღიარებულია ველური ბუნების მრავალი საფრთხის ქვეშ მყოფი სახოების ნამდვილ სამოთხედ, ასევე მიიჩნევა ანდორის "სულიერ გულად". 2004 წელს, ხეობა გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ანდორიდან.

ხეობის ლანდშაფტი მყინვარულია, გამოირჩევა ფართო საძოვრებით, კლდიანი რელიეფითა და ტყეებით. სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან შემოსაზღვრულია მთებით. ხეობაში მდებარეობს ორი პატარა დასახლება, რომელიც 1950-იან წლებამდე მთელი წლის განმავლობაში იყო დასახლებული, მაგრამ ამჟამად მხოლოდ საზაფხულო საცხოვრებელს წარმოადგენს. დასახლებები სულ 12 სახლისაგან შედგება, რომლებიც გრანიტისა და სხვა ადგილობრივი მინერალებისგანაა ნაგები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]