მააკია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მააკია | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ამურის მააკია (Maackia amurensis)
|
||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Maackia | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
მააკია (Maackia), ფოთოლმცვივან მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. აღმოსავლეთაზიური გვარია. შეიცავს 5-6 სახეობას. ყოფილ სსრკ-ში ბუნებრივად გავრცელებულია მხოლოდ 1 სახეობა — ამურის მააკია (Maackia amurensis). ხშირვარჯიანი ხეა, რომლის სიმაღლე 15-20 მ აღწევს. მისი ფოთლები და ნორჩი ყვავილები დაფარულია აბრეშუმისებრი ბუსუსით. მეტწილად იზრდება შორეულ აღმოსავლეთში, კორეასა და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში. კულტივირებულია დეკორატიულ მცენარედ, აგრეთვე ხევებისა და ფერდობების გასამაგრებლად. კარგად ხარობს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. აქვს მაგარი და ძნელად ლპობადი მერქანი, რომელსაც სახარატო და სადურგლო საქმეში იყენებენ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 6, გვ.320, თბ., 1983
სტატიის