ლიმონიტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიმონიტი

ლიმონიტი — მურა რკინაქვა, ბუნებრივად წვრილ ან ფარულკრისტალური, ზოგჯერ ამორფულ მინერალთა აგრეგატები, რომლებიც სამვალენტიანი რკინის ჰიდროჟანგების გოეთიტის, ჰიდროგოეთიტის, ლეპიდოკროკიტის, ჰიდროლეპიდოკროკიტისა და ჰიდროჰემატიტის ნარევს წარმოადგენს. ლიმონიტი ჩვეულებრივ წარმოიქმნება რკინის სულფიდებისა და სხვა რკინიანი მინერალების დაჟანგვის დროს. ცნობილია აგრეთვე, რომ ლიმონიტი წარმოიქმნება ვულკანური აირებიდან ან მინერალური წყაროებიდან. ლიმონიტი ქმნის მთლიან მასებს, ფოროვან, წიდისებრ ან მიწისებრ აგრეგატებს, ოოლითებს და კონკრეციებს. ლიმონიტი რკინის მნიშვნელოვანი მადანია, რომლის სამრეწველო მნიშვნელობის საბადოებია რუსეთში, გერმანიაში და სხვაგან.

ლიტერატურა[რედაქტირება]