ლილიუოკალანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლილიუოკალანი
Liliʻuokalani

ლილიუოკალანი
დედოფალ ლილიუოკალანის ფოტოსურათი
სახელი დაბადებისას ლიდია კამაკაეა პაკი
დაბადების თარიღი 2 სექტემბერი, 1838 წელი
მოღვაწეობა დედოფალი
გარდაცვალების თარიღი 11 ნოემბერი 1917 წელი
მოქალაქეობა ჰავაი
მეუღლე ჯონ ოუენ დომინი

ლილიუოკალანი (ჰავ. Lili’uokalani, თავდაპირველად ერქვა ლიდია კამაკაეა პაკი, Lydia Kamaka’eha Paki, ქმრის გვარზე დომინის, ინგლ. Dominis; დ. 2 სექტემბერი, 1838 წელი — გ. 11 ნოემბერი 1917 წელი) — ჰავაის სამეფოს ბოლო დედოფალი 1891 წლის 20 იანვრიდან 1893 წლის 17 იანვრამდე. მეფე კალაკაუას და, და ოაჰუსა და მაუის ამერიკელი გუბერნატორის, ჯონ ოუენ დომინის მეუღლე. სამეფო ტახტზე ავიდა ძმის სიკვდილის შემდეგ და შეეცადა მონარქის კონსტიტუციით შემოფარგლული ძალაუფლების აღდგენა. ამერიკული ქონების დაცვის საბაბით აშშ-ს წარმომადგენლებმა მოაწყეს სახელმწიფო გადატრიალება და გადააყენეს დედოფლი.

გროვერ კლივლენდის მთავრობა სთავაზობდა ლილიუოკალანს სამეფო ტახტის დაბრუნებას გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, როგორიც პოლიტიკური მოწინაააღმდეგეების ამნისტია იყო. დედოფალმა უარყო ეს წინადადება და მოითხოვა ამერიკის აგენტების სიკვდილით დასჯა. 1894 წლის 4 ივლისს შეიქმნა ჰავაის რესპუბლიკა, რომლის ოკუპაციაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახდინა 1898 წელს.

1895 წლის 16 იანვარს დედოფალი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც იოლანის სასახლის ბაღში აღმოჩენილი იქნა იარაღი. ერთი წლის შემდეგ იგი გაათავისუფლეს და ახალი სახელიც მისცეს. ლიდია დომინისმა (დედოფლის ახალი სახელი) სასამართლოში უჩივლა ფედერალურ მთავრობას სამეფო მიწების თაობაზე. საბოლოოდ ჰავაის ლეგისლატურამ გამოუწერა მას პენსია 4 ათასი დოლარის ოდენობით და შეუნარჩუნა შაქრის პლანტაცია 24 კმ² ფართობით. დედოფალი გარდაიცვალა 1917 წელს ინსულტისგან.

ციხეში ყოფნისას ლილიუოკალანმა დაწერა ჰავაის ჰიმნი ალოჰა ოე და წიგნი ქვეყნის ისტორიის შესახებ.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: