ლეშკიკილე
ლეშკიკილე | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2600 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ლეშკიკილე — უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოების ზესხოს ქედზე, მდინარეების ცხენისწყლისა და ზესხოს წყალგამყოფზე. სიმაღლე 2600 მ. ლეშკიკილეს მიდამო აგებულია იურული ფიქლებით და ქვიშაქვებით, შემოსილია ალპური მდელოებით. სოფელ ცანას აკავშირებს შარივცეკის და ვაციწვერის უღელტეხილების მისადგომებთან.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 208.