ლეონი: პროფესიონალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეონი: პროფესიონალი
ჟანრი კრიმინალური დრამა
რეჟისორი ლიუკ ბესონი
პროდიუსერი პატრის ლედუ
სცენარისტი ლიუკ ბესონი
როლებში ჟან რენო
ნატალი პორტმანი
გერი ოლდმენი
მუსიკა ერიკ სერა
ოპერატორი ტიერი არბოგასტი
მონტაჟი სილვია ლანდრა
კინოსტუდია Gaumont Film Company, Les Films du Dauphin
დისტრიბუტორი Columbia Pictures
ხანგრძლივობა 110 წთ.
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $16 მლნ
შემოსავალი $$45 284 974
IMDb პროფილი

ლეონი: პროფესიონალი (ინგლ. Léon: The Professional) — რეჟისორ ლიუკ ბესონის 1994 წლის ფილმი.

სიუჟეტი[რედაქტირება]

პროფესიონალმა მკვლელმა ლეონმა არ იცის დანდობა და შეწყალება. ის გაიცნობს მეზობელ გოგონა მატილდას, რომლის ოჯახსაც ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბრძანებით დაცხრილავენ. მატილდა თავს ლეონთან შეაფარებს და ამით გადარჩება. ლეონს მატილდა შვილივით შეუყვარდება და მას შურისძიებაში ეხმარება.

როლებში[რედაქტირება]

გადაღება[რედაქტირება]

მატილდას როლზე განიხილებოდა ლივ ტაილერი, რომელიც ასაკის გამო იქნა დაწუნებული. ნატალი პორტმანი თავდაპირველად დაიწუნეს, თუმცა მსახიობის დაჟინებული მოთხოვნისა და განსაკუთრებული მონდომების გამოჩენის შემდეგ ბესონმა საბოლოოდ მაინც ის აიყვანა მატილდას როლზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]