ჟან რენო
| ჟან რენო | |
| დაბადების სახელი | ხუან მორენო-ი-ერერა ხიმენესი Juan Moreno y Herrera Jiménez |
| დაბადების ადგილი | კასაბლანკა, |
| დაიბადა | 30 ივლისი, 1948 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1974 - დღემდე |
ჟან რენო (ფრანგ. Jean Reno [ˈʒɑ̃ ʁeˈno] (ნამდვილი სახელი - ხუან მორენო-ი-ერერა ხიმენესი (ესპ. Juan Moreno y Herrera Jiménez)); დ. 30 ივლისი 1948, კასაბლანკა, მაროკო) — ესპანური წარმოშობის ფრანგი მსახიობი.
განსაკუთრებული სახელი მოუტანა როლებმა ლუკ ბესონის ფილმებში.
სექციების სია |
ბიოგრაფია[რედაქტირება]
ესპანური წარმოშობის ფრანგი მსახიობი ჟან რენო დაიბადა კასაბლანკაზე 30 ივლისს, 1948 წელს. 1960 წელს მორენოს ოჯახი ევროპაში დაბრუნდა (საიდანაც ადრე მაროკოში გენერალ ფრანკოს რეჟიმს გაექცნენ) და საფრანგეთში დასახლდნენ. რენოს მოუწია ფრანგულ ჯარში მსახურობა, იმისათვის რომ მოქალაქეობა მიეღო.
პირადი ცხოვრება[რედაქტირება]
რენო ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქალებში. იყო სამჯერ დაქორწინებული. პირველი მეუღლისგან ჰყავს ქალიშვილი სანდრა (1978) და ვაჟი მიკაელი (1980).
მეუღლეები დაშორდნენ, როდესაც რენოს დაეწყო რომანი პოლონელ მოდელ ნატალია დიშკევიჩთან. ნატალიასგან ჰყავს ვაჟი ტომი (1996) და ქალიშვილი სერენა (1998). მეორე ქორწინება დაიშალა 2001 წელს.
2006 წლის ივლისში ჟანმა ცოლად შეირთო რუმინელი მოდელი და მსახიობი სოფი ბორუკა (დ. 1971). მეჯვარე ქორწილში იყო მისი მეზობელი და მეგობარი ნიკოლა სარკოზი, რომელსაც იმ დროს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.
რენოს აქვს სამი სახლი: პარიზში, ლოს-ანჯელესსა და მალაიზიაში.
ჯილდოები[რედაქტირება]
- 13 ივლისი, 1999 — საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი.
- 14 მაისი, 2003 — ეროვნული დამსახურებების ორდენის ოფიცერი.
- 23 ნოემბერი, 2007 — ხელოვნებებისა და ლიტერატურის ორდენის იფიცერი.
- 11 ივლისი, 2008 — საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი.
ფილმოგრაფია[რედაქტირება]
| წელი | ქართული სახელი | ორიგინალი | როლი |
|---|---|---|---|
| 1979 | მოპარული სურათის ჰიპოტეზა | L’Hypothèse du tableau volé | |
| 1979 | ქალის სინათლე | Clair de femme | |
| 1980 | გინდათ ვუნდერკინდი | Voulez-vous un bébé Nobel? | |
| 1981 | დიდი მანევრები | Les Bidasses aux grandes manœuvres | |
| 1981 | ჩვენ არ ვართ ანგელოზები, მაგრამ არც ისინი არიან | On n’est pas des anges… elles non plus | |
| 1982 | გამვლელი სან-სუსიდან | La Passante du Sans-Souci | |
| 1983 | უკანასკნელი ბრძოლა | Le Dernier Combat | |
| 1983 | კეთილდღეობის სიმაღლე | Signes extérieurs de richesse | |
| 1984 | ჩვენი ისტორია | Notre histoire | |
| 1985 | ტელეფონი ყოველთვის რეკავს ორჯერ | Le téléphone sonne toujours deux fois | |
| 1985 | მიწისქვეშა გადასასვლელი | Subway | მედოლე |
| 1985 | მეტის-მეტად პირადი საქმე | Strictement personnel | |
| 1986 | წითელი ზონა | Zone rouge | მცველი |
| 1986 | მე შენ მიყვარხარ | I Love You | |
| 1988 | ცისფერი უფსკრული | Le Grand Bleu | ენცო მოლინარი |
| 1990 | ადამიანი ოქროსფერ ნიღაბში | L’Homme au masque d’or | |
| 1990 | ნიკიტა | Nikita | მწმენდავი ვიქტორი |
| 1991 | ლულუ გრაფიტი | Loulou Graffiti | |
| 1991 | ოპერაცია 'კონსერვირებული ხორცი' (ფილმი) | L’Opération Corned-Beef | ფილიპ ბულიე |
| 1993 | უცხოპლანეტელები | Les Visiteurs | გრაფი გოდფრუა დე მონმირაი ; გოდფრუა დე პაპენკური |
| 1994 | ლეონი | Léon | ლეონი |
| 1995 | სულელები | Les Truffes | პატრიკი |
| 1995 | ფრანგული კოცნა | French Kiss | ინსპექტორი ჟან-პოლ კარდონი |
| 1995 | ღრუბლებს მიღმა | Al di là delle nuvole | კარლო |
| 1996 | შეუსრულებელი მისია | Mission: Impossible | ფრანც კრიუგერი |
| 1996 | იაგუარი | Le Jaguar | ჟან კამპანა |
| 1997 | ადგილი სასაფლაოზე | Roseanna’s Grave | მარჩელო |
| 1997 | ჯადოქრული სიყვარული | Un amour de sorcière | |
| 1997 | დები სოლეი | Les Sœurs Soleil | |
| 1998 | უცხოპლანეტელები 2: დროის დერეფნები | Les Couloirs du temps: Les visiteurs 2 | გრაფი გოდფრუა დე მონმირაი ; გოდფრუა დე პაპენკური |
| 1998 | გოძილა | Godzilla | ფილიპ როშე |
| 1998 | რონინი | Ronin | ვინსენტი |
| 2000 | მეწამული მდინარეები | Les Rivières pourpres | კომისარი პიერ ნიმანსი |
| 2001 | უცხოპლანეტელები ამერიკაში | Just Visiting | გრაფი ტიბო და მალფერე |
| 2001 | ვასაბი | Wasabi | იუბერ ფიორენტინი |
| 2002 | როლერბოლი | Rollerball | ალექსის პეტროვიჩი |
| 2002 | სიყვარულის ისტორია | Décalage horaire | ფელიქსი |
| 2003 | უიღბლონი | Tais-toi! | რუბი |
| 2004 | მეწამული მდინარეები 2: აპოკალიპსის ანგელოზები | Les Rivières pourpres 2 — Les anges de l’apocalypse | კომისარი პიერ ნიმანსი |
| 2004 | სასტუმრო 'რუანდა' | Hotel Rwanda | ბელგიური ავიაკომპანიის პრეზიდენტი |
| 2004 | კორსიკელი | L’Enquête corse | ანჟე ლეონი |
| 2005 | მგლების იმპერია | L’Empire des loups | ჟან-ლუი შიფერი |
| 2005 | ვეფხვი და თოვლი | La Tigre e la neve | ფუადი |
| 2006 | ვარდისფერი პანტერა | The Pink Panther | ჟანდარმი ჟილბერ პონტონი |
| 2006 | და ვინჩის კოდი | The Da Vinci Code | კაპიტანი ბეზუ ფაში |
| 2006 | დაითესე | Flushed Away | ხმა |
| 2006 | ესკადრილია 'ლაფაიეტი' | Flyboys | |
| 2008 | გამოუსწორებელი თაღლითები | Ca$h | მაქსიმ დიუპრი |
| 2009 | ვარდისფერი პანტერა 2 | The Pink Panther 2 | ჟანდარმი ჟილბერ პონტონი |
| 2009 | დახურული წრე | Premier Circle | მილო მალაკიანი |
| 2009 | სიყვარულის ფორმულა დაქორწინებულთათვის | Couples Retreat | მასწავლებელი მარსელი |
| 2009 | ინკასატორი | Armored | Quinn |
| 2010 | 22 ტყვია:უკვდავი | L’Immortel | განგსტერი შარლი მატეი |
| 2010 | მარგარეტი | Margaret | რამონი |
| 2010 | დაჭერა | La Rafle | |
| 2011 | ფანტომასი | Fantomas | კომისარი ჟუვი |
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ჟან რენო — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- Jean Reno: Cannes, Codes, and... Bouillabaisse (MPM interview)
- Jean Reno (fansite)
- Le Cinéma de Jean Reno (fansite in French)
- Le Monde de Jean Reno (fansite in French)
- Personal page at myspace
- Couples Retreat Video Interview at AMCtv.com
- ჟან რენოს ბიოგრაფია
- ჟან რენო მოსკოვში (2009)