ვიკიპედიიდან
ლელიანის კატა (Felis chaus), მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 80 სმ, მასა 16 კგ აღწევს. აქვს გრძელი ფეხები, ყურის ბოლოზე მოკლე ფუნჯები. ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის წინა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მდინარეთა ხეობების ხშირ ბარდებში. ყოფილ სსრკ-ში — ვოლგის დელტაში, კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, შუა აზიის მდინარეთა ხეობებში. საქართველოში — მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში. მთებში 800 მ-ზე მაღლა არ ადის. იკვებება ფრინველებით, ძუძუმწოვრებით. ზოგიერთ ადგილებში სარეწაო ნადირ-ფრინველის განადგურებით ერთგვარი ზიანი მოაქვს სანადირო მეურნეობისათვის. ლელიანის კატის ბეწვი მდარე ხარისხისაა.
- ქსე, ტ. 6, გვ. 166, თბ., 1983