ლეილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ლეილა“ — ქართული ლიტერატურული კრებული. გამოდიოდა თბილისში 1917 (№ 1), 1920 (№ 2), 1924 (№ 3). რედაქტორი იოსებ გრიშაშვილი, გამომცემელი — მ. ციციშვილი. კრებულში გამოქვეყნებულია იოსებ გრიშაშვილის, ალექსანდრე აბაშელის, კონსტანტინე მაყაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილის, პაოლო იაშვილის, მარიჯანის, გიორგი გვაზავას, სანდრო შანშიაშვილი, კონსტანტინე ჭიჭინაძეს, სიკო ფაშალიშვილის, ილო მოსაშვილის და სხვა პოეტების ლექსები; გერონტი ქიქოძის, ლეო ქიაჩელის, ნიკო ლორთქიფანიძის, შალვა დადიანის, დემნა შენგელაიას, ნოველები. კონსტანტინე კაპანელის, ივანე გომართელის, ვახუშტი კოტეტიშვილის, ი. გრიშაშვილის წერილები, რეცენზიები და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]