ლევი მვანავასა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევი პატრიკ მვანავასა
ლევი პატრიკ მვანავასა
ზამბიის მე-3 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 იანვარი 2002 – 19 აგვისტო 2008
წინამორბედი ფრედერიკ ჩილუბა
მემკვიდრე რუპია ბანდა

დაბადებული 3 სექტემბერი 1948
მუფულირა ჩრდილოეთ როდეზია
გარდაცვლილი 19 აგვისტო 2008
პარიზი საფრანგეთი
პოლიტიკური პარტია მოძრაობა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის
მეუღლე მაურინ მვანავასა
პროფესია იურისტი
რელიგია პროტესტანტი

ლევი პატრიკ მვანავასა (ინგლ. Levy Patrick Mwanawasa, 3 სექტემბერი, 1948, მუფულირა, ჩრდილოეთ როდეზია19 აგვისტო, 2008, პარიზი, საფრანგეთი) - ზამბიის პოლიტიკური მოღვაწე, პრეზიდენტი 2002-2008 წწ.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა ჩრდილოეთ როდეზიაში (დღევანდელი ზამბია), 10-შვილიანი ოჯახის მეორე შვილი. იურიდიული განათლება მიიღო ზამბიის უნივერსიტეტში. 1974-1978 წლებში ეწეოდა კერძო პრაქტიკას და ჩამოაყალიბა იურიდიული ფირმა „მვანავასა და კომპანია“, 1985 წელს დაინიშნა ზამბიის გენერალური პროკურორის მოადგილედ, მაგრამ 1986 წელს დაუბრუნდა კერძო პრაქტიკას. 1989 წელს მან დაიცვა კენეთ კაუნდას მიერ სახელმწიფო გადატრაილების მცდელობაში დადანაშაულებული ქრისტონ ტემბო და მოიგო სასამართლო პროცესი. 1991 წელს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დანიშნა ვიცე-პრეზიდენტად (1991-1994)

[რედაქტირება] არჩევნები 2001

2001 წელს გახდა მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნებში მიიღო 28,7 % ხმებისა დაიკავა პირველი ადგილი და გახდა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.

[რედაქტირება] არჩევნები 2006

2006 წლის 28 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე კვლავ მმართველი პარტიის კანდიდატია და ამჯერად 43 %-ით იმარჯვებს და მეორე ვადით ხდება ქვეყნის პრეზიდენტი. მისი მთავარი კონკურენტია ზამბიის პატრიოტული ფრონტის ლიდერი მაიკლ სატა (მიიღო ხმების 29,4 %). რამდენიმე დღეში ჩამოაყალიბა ახალი მინისტრთა კაბინეტი და ვიცე-პრეზიდენტად დანითნა რუპია ბანდა.

[რედაქტირება] პირადი ცხოვრება

ამერიკის პირველი ლედი ლორა ბუში, პრეზიდენტი ლევი მვანავასა და მისი მეუღლე მაურინ მვანავასა

1988 წელს დაქორწინდა მაურინ მვანავასაზე, რომელთანაც შეეძინა 4 შვილი, ხოლო წინა ქორწინებიდან ჰყავს 2 შვილი. მეუღლე მაურინი იეღოვას მოწმეა.

[რედაქტირება] გარდაცვალება

2008 წლის 29 ივლისს, ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში, აფრიკული ქვეყნების კონფერენციაზე გადაიტანა ინფარქტი. ეგვიპტეში მცირე მკურნალობის შემდეგ სამკურნალოდ გადაიყვანეს პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც გარდაიცვალა 19 აგვისტოს.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

წინამორბედი:
ფრედერიკ ჩილუბა
ზამბიის პრეზიდენტი

20022008
შემდეგი:
რუპია ბანდა
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე