ფრედერიკ ჩილუბა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრედერიკ ჯაკობ ტიტუს ჩილუბა
ზამბიის მე-2 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 ნოემბერი 1991 – 2 იანვარი 2002
წინამორბედი კენეთ კაუნდა
მემკვიდრე ლევი მვანავასა

დაბადებული 30 აპრილი 1943
ეროვნება ზამბიელი

ფრედერიკ ჯაკობ ტიტუს ჩილუბა (დ. 30 აპრილი, 1943) - ზამბიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ზამბიის მეორე პრეზიდენტი (1991-2002).

კარიერა[რედაქტირება]

1990 წელს ჩამოაყალიბა პოლიტიკური პარტია - მოძრაობა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის, 1991 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისას დამაჯერებლად დაამარცხა მოქმედი სახელმწიფოს მეთაური კენეთ კაუნდა და დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა. ასევე დიდი უპირატესობით მოიგო 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და მეორე საპრეზიდენტო ვადით გახდა ზამბიის პრეზიდენტი. 2002 წლის 2 იანვარს გაუვიდა საპრეზიდენტო ვადა და ხელისუფლება გადააბარა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ლევი მვანავასას.

ორჯერ იყო ქორწინებაში, ჰყავს 11 შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

წინამორბედი:
კენეთ კაუნდა
ზამბიის პრეზიდენტი

19912002
შემდეგი:
ლევი მვანავასა