ლევან ბრეგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლევან ბრეგაძე
დაბადების თარიღი 11 იანვარი, 1947 (1947-01-11) (77 წლის)
ტყიბული, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები პრემია „საბა, პრემია „საგურამო“, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია

ლევან ბრეგაძე (დ. 11 იანვარი, 1947, ტყიბული) — ქართველი ჟურნალისტი, კრიტიკოსი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევან ბრეგაძე დაიბადა 1947 წელს, ქალაქ ტყიბულში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1971 წელს.

1978-1986 წლებში იყო ჟურნალ „კრიტიკის“ პასუხისმგებელი მდივანი; 1990-1991 წლებში იგივე ჟურნალის რედაქტორის მოადგილე; 1989-1990 წლებში გაზეთ „მამულის“ რედაქტორის მოადგილე. იყო კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის „კავკასიური სახლის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2000 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის განყოფილების გამგე.  2003 წლიდან „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის“ სწავლული მდივანი; 2006 წლიდან ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - „კავკასიური თემატიკა გაზეთ კაუკაზიშე პოსტის“ ფურცლებზე (1906-1914)“, დაიცვა 2005 წელს.

1984 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია, 1978 წლიდან — საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი წევრი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „პოლემიკას რა უნდა“: კრიტიკულ - პოლემიკური წერილები (ავტორი), თბილისი: ლომისი, 2001, გვ. 304.
  • „ქართული ჟარგონის ლექსიკონი“: 600 ჟარგონ. სიტყვა (ავტორი), თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 1999, ISBN: 99928-52-28-3, გვ. 198.
  • „სიტყვა ძველი, სიტყვა ახალი“: ლიტ. წერილები (ავტორი), თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1988, გვ. 248.
  • „დაკარგული გასაღების ძიებაში“: კრიტიკული წერილები (თანაავტორი), თბილისი: მერანი, 1985, გვ. 162.
  • „პერსონაჟები ხვდებიან ერთმანეთს“: ლიტ. წერილები (ავტორი), თბილისი: მერანი, 1982, გვ. 173.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]