ლევანცო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუნძულის მდებარეობა

ლევანცო (იტალ. Levanzo; სიცილ. Lèvanzu) — კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, უმცირესი ეგადის სამ კუნძულს შორის, სიცილიის დასავლეთით. ეკუთვნის იტალიას. აყალიბებს ფავინიანის მუნიციპალიტეტს (კომუნას) ტრაპანის პროვინციაში.

კუნძულის ფართობი 5,82 კმ²-ია, უმაღლესი მწვერვალია პიცო-მონაკო, ზღვის დონიდან 278 მეტრზე. მოსახლეობა 450 ადამიანს შეადგენს. დასახლება ძირითადად მოკრძალებული ნავსადგურის ირგვლივაა გაშენებული.

მისი ძველი სახელწოდებაა, „ფორბანიტა“, რომელიც აქ მზარდ მცენარის ერთ-ერთ სახეობას ეწოდება.

ლევანცო ცნობილია გროტე-დე-ლა-ჯენოვესის მღვიმით, რომელიც მოიცავს ნეოლითურ და პალეოლითურ მღვიმის მხატვრობას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]