ლაშკენდარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხედი მთაზე ტყვარჩელის ბაზრის მოედნიდან

ლაშკენდარი — მთა საქართველოში, ქ. ტყვარჩელთან ახლოს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა). მისი მთავარი მწვერვალის სიმაღლე 1373 მეტრია.

ლაშკენდარის მთა აფხაზთა შვიდი წმინდა ადგილიდან ერთ-ერთია. მთაზე შემორჩენილია ქრისტიანული ეკლესიის ნანგრევები (945 მ სიმაღლის მწვერვალზე), რომელზეც ლეოპარდების (ან შესაძლოა ძაღლების) ბარელიეფური გამოსახულება იკვეთება. ეკლესია, სავარაუდოდ, VII-XI საუკუნეებისთვის უნდა აეგოთ.[1]

სამლოცველოს ნანგრევები

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

სიტყვა "ლაშკენდარი", იგივე "ლაშქენდარი" მეგრულია და ნიშნავს დაჩრდილულ, ჩრდილო ადგილს - "შკენდი||შქერდი||შქედი" - მთის ჩრდილოეთი ფერდობი, ჩრდილოვანი ადგილი, ჩრდილოეთი მხარე.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. (რუსული) А.И. Джопуа, А.Ю. Скаков, А.В. Федотова კვლევები მთა ლაშკინდარზე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]