ლატე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლატე
მშობ. სახელი: ინგლ. Late
გეოგრაფია
18°48′07″ ს. გ. 174°39′04″ დ. გ. / 18.80194° ს. გ. 174.65111° დ. გ. / -18.80194; -174.65111
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 17,4 კმ²
უმაღლესი წერტილი 540 მ
ოლქი ვავაუს ოლქი
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2011)

ლატე (ინგლ. Late) — ტონგის სამეფოს დაუსახლებელი ვულკანური კუნძული ვავაუს კუნძულებიდან სამხრეთ-დასავლეთში, წყნარ ოკეანეში. ადმინისტრაციულად კუნძული შედის ვავაუს ოლქში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის ხედი კოსმოსიდან

ლატეს კუნძულს აქვს მრგვალი ფორმა, მისი სიგანე შეადგენს არაუმეტეს 6 კმ-ს. ფართობი — 17,4 კმ²-ს.[1] ლატე მდებარეობს ტოფუას ვულკანური რკალის გასწვრივ და კუნძულ ვავაუდან დაშორებულია დაახლოებით 55 კმ-ში. ლატეს ცენტრში მდებარეობს ვულკანი, რომლის კრატერში მდებარეობს ტბა. უმრავლეს შემთხვევებში წყალქვეშ ჩაძირულ ანდეზიტურ-ბაზალტურ ვულკანს აქვს 1500 მეტრი სიგრძე (მანძილი ზღვის ფსკერიდან). კუნძულის სიმაღლე ზღვის დონიდან აღწევს 540 მეტრს. ვულკანის მწვერვალიდან ჩრდილოეთით, პლატოდან დასავლეთით და ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე განლაგებულია ტუფის კონუსები. ვულკანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ორი დიდი კრატერის ძაბრი, რომელთაგან ერთში მდებარეობს მლაშე ტბა. დაკვირვებების მთელი ისტორიის განმავლობაში ლატეს კუნძულზე დაფიქსირდა ვულკანის ორი ამოფრქვევა: 1790 წელს და 1854 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლატეს კუნძული 1642 წელს აღმოაჩინა ნიდერლანდელმა მოგზაურმა აბელ ტასმანმა[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ტონგა. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-11. ციტირების თარიღი: 2015-01-03.
  2. [The European discovery of the Tonga Islands. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-02. ციტირების თარიღი: 2015-01-03. The European discovery of the Tonga Islands. (ინგლისური)]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლატე&oldid=4453015“-დან