ლანქორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლანქორი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ცაგერის მუნიციპალიტეტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2450 
ქედი ლეჩხუმის ქედი

ლანქორი, ჯვარი — უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს ლეჩხუმის ქედზე, მდინარეების ცხენისწყლისა და ლაჯანურას წყალგამყოფზე. სიმაღლე 2450 მ. აგებულია ქვედაიარული ფიქლებით. საცალფეხო გზით აკავშირებს ქვემო სვანეთს რაჭასთან. უღელტეხილთან არის ძველი ნასოფლარი და პატარა ტბები. ლანქორის მიდამო შემოსილია ალპური მდელოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]