კულმუხო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კულმუხო | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Inula helenium | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
კულმუხო (Inula helenium) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მისი ღეროს სიმაღლე 1-2 მ აღწევს. აქვს მორიგეობით განლაგებული ფოთლები, კალათა ყვავილედში თავმოყრილი ყვითელი ყვავილები. გავრცელებულია ევრაზიაში. თითქმის მთელ საქართველოში გვხვდება, სადაც იზრდება ნესტიან ადგილებში, მდინარის ნაპირებზე, ბუჩქნარებში დაბლობიდან მოკიდებული მთის შუა სარტყლამდე. მისი ფესურა და ფესვები ინულინს და ეთეროვან ზეთს შეიცავს. კულმუხოს პრეპარატებს ამოსახველებელ საშუალებად ხმარობენ.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 66, თბ., 1983 წელი.